მიმდინარე წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვებმა 9 მილიარდ 775,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
როგორც Report-ი ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით იუწყება, ეს 4,4%-ით მეტია 1-ელი სექტემბრის მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები წლის დასაწყისთან შედარებით 8.7%-ით, გასულ წელს კი 27.5%-ით გაიზარდა.
უახლესი