ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღება საინვესტიციო კლიმატზე დადებითად აისახება, ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ტურიზმის განვითარებას - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას „ჯიპიაი ჰოლდინგის“ NLI ბაზარზე განვითარების დირექტორის მოადგილემ კონსტანტინე მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც კონსტანტინე მანჯგალაძე აცხადებს, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ჯერ ისევ არ მოქმედებს.
„არადა ამ საკანონმდებლო ცვლილებას შეუძლია პოზიტიური გავლენა ჰქონდეს ბევრი მიმართულებით - როგორც სადაზღვევო ინდუსტრიის რისკების შემცირების, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით.
სავალდებულო დაზღვევის შემოღება საინვესტიციო კლიმატზე დადებითად აისახება, ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ტურიზმის განვითარებას.
მნიშვნელოვანი წინსვლა გვექნება საავტომობილო სერვისების გაუმჯობესების თვალსაზრისით. უზრუნველყოფს საგზაო უსაფრთხოებას და დაგვეხმარება დაზღვევის სხვა მიმართულებების გაძლიერებაშიც.
დიდი ხანია ქართული სადაზღვევო ბაზარი ამ ცვლილებას ელის და მივესალმებით, თუ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგმება“, - განმარტავს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ NLI ბაზარზე განვითარების დირექტორის მოადგილე, კონსტანტინე მანჯგალაძე.
შეგახსენებთ, რომ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ავტომობილის დაზღვევის პორტფელი 10,9%-ით გაიზარდა. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს კომპანიამ 22,869,779 მლნ ლარის პრემია მოიზიდა და ბაზარის 14,6% დაიკავა.
ჯიპიაი ჰოლდინგი“ ქართულ სადაზღვევო ბაზარზე 22 წელია ოპერირებს და სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. 2022 წელს, „ჯიპიაი ჰოლდინგის მოზიდული პრემია 19 %-ით გაიზარდა. კომპანია ლიდერია როგორც კორპორატიული, ისე საცალო დაზღვევის მიმართულებით.
“ჯიპიაი” პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს სრულად დისტანციური სადაზღვევო სერვისები შესთავაზა. “ჯიპიაი ჰოლდინგი”2006 წლიდან, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია“. “ვენის სადაზღვევო ჯგუფი” ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს ბაზარზე. ისლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ევროპის 25 ქვეყნის 50 კომპანიას ფლობს და მართავს.
ცნობისთვის, „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ” კანონპროექტზე საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია საუბარი, რომელიც საქართველოს პარლამენტის 2023 წლის საშემოდგომო სესიისთვისაა გათვალისწინებული.
იგივე თემაზე:
ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს
უახლესი
44 წუთის წინ
ოქტომბერში სესხების ლარიზაცია გაიზარდა1 საათის წინ
ბიტკოინის ღირებულება 100 000 დოლარს უახლოვდება