დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ავეჯზე ფასის შემცირების ტრენდია - ეშლი ჰოუმსთორი

ავეჯზე ფასის შემცირების ტრენდია - ეშლი ჰოუმსთორი

25-05-2023 10:00:32

ძვირადღირებული ავეჯის სეგმენტში ფასების კლება შეიმჩნევა. Ashley Home Store (ეშლი ჰოუმსთორი) ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ანალოგიური გადაწყვეტილება ლარის კურსისა და ლოგისტიკაში მიმდინარე ცვლილების საფუძველზე მიიღო.

ამის შესახებ Business Insider Gerogia- თან აცხადებს, „ეშლი ჰოუმსთორის" გენერალურმა მენეჯერმა გიორგი დაბრუნდაშვილმა განაცხადა.

„წელს ავეჯზე ფასმა შემცირება დაიწყო. ამას ხელს უწყობს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის, ლარის კურსი და ლოგისტიკაში მიმდინარე ცვლილება. კერძოდ, ტრანსპორტირების ხარჯის შემცირება. რამაც ავეჯის 10-15%- იანი გაიაფება გამოიწვია.

Ashley Home Store მაღალბიუჯეტური საერთაშორისო მაღაზიაა. ჩვენ ავეჯი შემოგვაქვს აშშ-დან და აზიის ქვეყნებიდან. როცა 10%-ით ვზრდიდი ფასს, ჩვენი კონკურენტები ავეჯს 30-40%-ით აძვირებდნენ. ახლა პირიქით ხდება, ფასი იკლებს და ამას მომხმარებელი მალე იგრძნობს. ვერ ვიტყვი, რომ ბუმია, თუმცა გამოცოცხლება შეიმჩნევა. ვფიქრობთ, რომ წლის მეორე ნახევარი ამ მხრივ უფრო ინტენსიური იქნება", - აღნიშნა დაბრუნდაშვილმა.

მაღაზიის გენერალური მენეჯერის თქმით, ყველა პროდუქტი, რომელიც წარმოდგენილია ოფიციალურ შოურუმებში, შემოწმებულია ლაბორატორიულად კონსტრუქციის სიმყარეზე, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულზე და ფლობს შესაბამის AFHA სერტიფიკატს.

ამერიკული ბრენდი Ashley Home Store ქართულ ბაზარზე 2019 წელს შემოვიდა. ბრენდი 4 ფილიალით არის წარმოდგენილი.

ცნობისთვის, Ashley Furniture HomeStore 1945 წელს აშშ-ში დაარსდა. პირველი დღიდან კომპანია აწარმოებდა მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი ხის ავეჯს. მეორე ფილიალი კომპანიამ 1970 წელს გახსნა, დღეს კი მსოფლიოს 123 ქვეყანაში 800-ზე მეტ ავეჯის მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ Ashley Furniture Homestore-ის ამერიკული პროდუქცია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები