„აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისმხარდაჭერით, ათმა ქართულმა კომპანიამ სათამაშოების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში - Spielwarenmesse 2024 მიიღო მონაწილეობა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო - „ვუდსის"; „თამაშობანას"; „ოდინდელი"; „კოკიტოს"; „ცაციაოსტატის"; „დინოს"; „რუსანას"; „გოგორას"; „იკო კიდსის"; „თვითის" სათამაშოები.
„აწარმოე საქართველოში" და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა წლებია თანამშრომლობენ სათამაშოების ინდუსტრიის განვითარებისთვის, ექსპერტების დახმარებით,ქართული კომპანიების მომზადებისა და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიმართულებით, მათ შორის, საბაზრო კავშირების გაფართოებისა და გაყიდვების სტიმულირების მიზნით.
„სათამაშოების სექტორის მხარდაჭერას სააგენტო 2018 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო კომპონენტის და ექსპორტის სტიმულირების საგრანტო პროგრამის საშუალებით, რაც ეხმარებაკომპანიებს ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრასა და საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირებაში.
„აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერის შედეგად, მრავალმა კომპანიამ განახორციელა ბრენდინგი/რებრენდინგი, შეძლო წარმოებული პროდუქციის ლიცენზირება/სერტიფიცირება და აიმაღლა ცოდნა ექსპორტის საბაზისო საკითხებში.
GEclose2EU პროგრამის ფარგლებში, კომპანიები მონაწილეობდნენ სასწავლო ტურებში შვედეთსადა სხვა ქვეყნებში. აღსანიშნავია, სააგენტოს ინიციატივითა და USAID ის მხარდაჭერითგანხორციელებული ახალი პროგრამა უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების მიმართულებით,სადაც ერთ-ერთ პრიორიტეტად, სწორედ სათამაშოების სექტორია განსაზღვრული.
დარწმუნებული ვართ, საერთო ძალისხმევა ხელს შეუწყობს სათამაშოების მწარმოებელი ქართულიკომპანიებისთვის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას" - აცხადებს „აწარმოე საქართველოში"ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნიკა მამუკელაშვილი.
"USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა პარტნიორების ჩართულობით აქტიურადეხმარება სათამაშოების მწარმოებელ ქართულ კომპანიებს საწარმოო ხაზის გაფართოების,წვდომის და კავშირების გამყარების მიმართულებით საერთაშორისო მყიდველებთან. პროგრამისდახმარებით, კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობით და ექსპერტებისდახმარებით, თავიანთი პროდუქცია 200-ზე მეტ გლობალურ კომპანიას გააცნეს და შედეგადგააფორმეს თანამშრომლობის გრძელვადიანი ხელშეკრულებები.
ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ამ წლების განმავლობაში, ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობისშედეგად, გვაქვს წარმატების მაგალითებიც: მაგალითად ორმა ქართულმა კომპანიამ ოთხსაერთაშორისო კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება და გაიტანა საკუთარი პროდუქციაექსპორტზე. კონტრაქტები ჯამურად 100 000 ევროს ღირებულებისაა.
დარწმუნებული ვართ, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით და USAID-ისხელშეწყობით, ქართული კომპანიების Spielwarenmesse-ის გამოფენაში მონაწილეობა, წარმატებული და შედეგიანი იქნება" - აღნიშნავს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისხელმძღვანელი, მარიკა შიოშვილი.
Spielwarenmesse გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში 1949 წლიდან ყოველწლიურად იმართება დასათამაშოების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული სავაჭრო გამოფენაა.
Spielwarenmesse-ს ესწრებიან სათამაშოების ბიზნესთან ასოცირებული მწარმოებლები, სავაჭროვიზიტორები, მედიის წარმომადგენლები. გამოფენის ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად 70 000-ს აჭარბებს. წელს ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 60 ქვეყნის 3 000-მდე სათამაშოებისმწარმოებელმა კომპანიამ.
უახლესი