სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, 20-24 თებერვალს, 25 ქართული კომპანია სასმელი და საკვები პროდუქციის ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში Gulfood 2023-ში მონაწილეობს.
Gulfood 2023 ტრადიციულად დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიეროებში იმართება და ყოველწლიურად საშუალოდ 100 000 ვიზიტორს მასპინძლობს.
Gulfood-ზე მონაწილეობა თითქმის ყველა ტიპის პროდუქტის მწარმოებელს შეუძლია, გარდა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისა.
წელს, სააგენტოს მხრიდან დიდხნიანი მოლაპარაკებების შედეგად შესაძლებელი გახდა საქართველოსთვის გამოყოფილი სივრცის მნიშვნელოვნად გაზრდა, 195 მ2-მდე, რამაც გამოფენაზე დამსწრე კომპანიების რიცხვის გაზრდა განაპირობა.
გამოფენაზე ქართული დელეგაცია პროდუქტების საკმაოდ მრავალფეროვანი ჯგუფით არის წარმოდგენილი.
კერძოდ, საქართველოს სტენდებზე წარმოდგენილია: თხილისა და თხილის პროდუქტების, კაკლის, ნუშის, ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენების, ცოცხალი გადამამუშავებელი ხილისა და ბოსტნეულის მრავალფეროვანი პროდუქტების, ცოცხალი ცხვარისა და ახალი ცხვრის ხორცის, სხვადასხვა კონსერვირებული ხორცპროდუქტების, თაფლისა და ა.შ მწარმოებელი კომპანიები.
ამასთან, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, შემუშავდა საქართველოს პავილიონის სტენდის დიზაინი. ამასთან, ქართული კომპანიები B2B შეხვედრებს გამართავენ საერთაშორისო კონსულტანტის მიერ შერჩეულ შემსყიდველებთან.
უახლესი
6 საათის წინ
Bitcoin-ის კურსი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა7 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა9 საათის წინ
წელს ქვეყანამ 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა