ათასწლეულის ინოვაციის 2023 წლის კონკურსის მესამე ადგილზე გასული გუნდი Optical Visionaries ლიბერთი ბანკის დაფინანსებით შვეიცარიაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN), გაემგზავრა.
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები ეწვევიან ცერნის მუონების კომპაქტური სოლენოიდის დეტექტორს და მის საკონტროლო ცენტრს, ATLAS ვიზიტორთა ცენტრსა და სინქრო-ციკლოტრონს.
ახალგაზრდები ასევე ესტუმრებიან, ჟენევის უნივერსიტეტს, გაეროს შტაბ-ბინასა და ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტს.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - Millennium Innovations Award 2014 წლიდან ხორციელდება ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, აშშ-ის საელჩოს, ლიბერთი ბანკის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და სხვადასხვა პარტნიორების მხარდაჭერით. Liberty • ლიბერთი #CERN #innovation
უახლესი
11 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება