დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ასკანელმა“ საბრენდე ღვინის ქარხანა 2024 წლის რთველით გახსნა

„ასკანელმა“ საბრენდე ღვინის ქარხანა 2024 წლის რთველით გახსნა

21-10-2024 10:11:00

ღვინის მწარმოებელმაკომპანია „ასკანელმა“ კახეთის გზაგასაყარზე, საბრენდე ღვინის ქარხანა, 2024 წლის რთველით გახსნა. ინფრმაციას კომპანია ავრცელებს. 

ახალ ქარხანას, 22,000 ტონა ყურძნის მიღება და გადამუშავება შეუძლია.

„თანამედროვე ტექნოლოგიები და "ასკანელის" მრავალწლიანი გამოცდილება, შესაძლებლობას გვაძლევს კიდევ უფრო მეტი საუკეთესო პროდუქტი მოვიტანოთ თქვენამდე“,-აცხადებენ კომპანიაში, 

„ასკანელი“ 1998 წელს დაარსდა და მას შემდეგ არ გაჩერებულა. დღემდე ბევრმა რთველმა ჩაიარა. განვახორციელე დიდძალი ინვესტიციები და შესაბამისად „ასკანელს“ ერთი დღეც არ შეუწყვეტია ზრდა და განვითარება. დღეს ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ასკანელში მუშაობენ ძალიან მაღალი დონის კადრები. მუდმივ თანამშრომლად დასაქმებულია საშუალოდ 400 ადამიანი, ხოლო სეზონურ სამუშაოებზე დღეში საშუალოდ 200 ადამიანს მაინც ვასაქმებთ“,- აცხადებს Business Insider Geoprgia-სთან კომპანიის მფლობელი გოჩა ჩხაიძე. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები