შეერთებულ შტატებში ნავთობის კომერციული მარაგი კვირაში 2,2 მილიონი ბარელით შემცირდა და 29 სექტემბრისთვის 414,1 მილიონი ბარელი შეადგინა.
ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს.
სამინისტროში განმარტავენ, რომ მარაგების არსებული დონე დაახლოებით 5%-ით დაბალია ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელზე, რაც დამახასიათებელია წელიწადის ამ დროისთვის.
უახლესი