დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აშშ-სა და საფრანგეთში ექსპორტს ვინარჩუნებთ, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები შეგვიმცირდა - „შირაქი“

აშშ-სა და საფრანგეთში ექსპორტს ვინარჩუნებთ, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები შეგვიმცირდა - „შირაქი“

06-09-2024 13:00:00

აშშ-სა და საფრანგეთში ექსპორტს ვინარჩუნებთ, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები შეგვიმცირდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „შირაქის" დამფუძნებელმა, ნიკოლოზ ბენიაიძემ განუცხადა. 

მეწარმე ამბობს, რომ სამინისტროს გააქტიურების შემდეგ, გაჩნდა მოლოდინი, რომ ბაზარზე ფალსიფიკაციის დონე შემცირდეს. 

„ნედლი რძით დამზადებული პროდუქტების რეალიზაციის მაჩვენებელი დაცემულია, შემოდის რძის ფხვნილი და ქვეყანაში ყველის ფალსიფიკაცია მაღალ ნიშნულზეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები და  ბაზრის მოთამაშეების შემოწმება უფრო გააქტიურა. გვაქვს მოლოდინი, რომ ამ კუთხით ბაზარზე ვითარება შეიცვლება“, - ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე. 

მეწარმის თქმით, წელს ადგილობრივ ბაზარზე ნედლი რძეც გაიაფდა. 

„2023 წელს 1,5 ლარს ვიხდიდით 1 ლიტრ რძეში, წელს ფასი 1 ლარი იყო, ხოლო დედოფლის წყაროში 1 ლიტრი რძე 80 თეთრი ღირდა. რაც მიანიშნებს მაღალ ფალსიფიკაციაზე და შედეგად ნედლ რძეზე მოთხოვნა შემცირდა“, - ამბობს ფერმერი. 

კომპანიის გაყიდვები ადგილობრივ ბაზარზე 30%-ით არის შემცირებული, რაც შეეხება ექსპორტს, როგორც ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, აშშ-ში ორ კვირაში ერთხელ შენახვის ვადების მიხედვით 1 ტონა ყველი გააქვთ. 

„შირაქის“ ყველი იყიდება საფრანგეთში. პანდემიის შემდეგ რამდენიმე ბაზარზე უნდა შევსულიყავით. გვაქვს მოლაპარაკებები ისრაელთან, თუმცა პროცესი დროში გაიწელა“, - ამბობს მეწარმე. 

მისი თქმით, „შირაქი“ დღეში 5-დან 10 ტონამდე რძის გადამუშავებას ახდენს და კომპანიის მიერ წარმოებული ყველის მოცულობა 24 საათში დაახლოებით 600 კილოგრამია. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები