საქართველოში აშშ-ს საელჩომ რაჭა-ლეჩხუმის სამედიცინო კლინიკებს 30 000 დოლარამდე ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.
„ვაგრძელებთ საქართველოს დახმარებას საგანგებო სიტუაციებისას მზადყოფნისა და რეაგირების გაზრდისთვის. წლების განმავლობაში ეს დახმარება მოიცავდა, როგორც საჭირო აღჭურვილობის გადაცემას, ასევე, შესაბამის სწავლებასა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.
ამ კვირაში რაჭა-ლეჩხუმის მხარის სამედიცინო კლინიკებს ცაგერში, ლენტეხში, ამბროლაურსა და ონში $30 000-მდე ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა გადავეცით.
ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული დახმარება ხელს შეუწყობს ჯანდაცვის რეგიონულ ცენტრს პაციენტთა მართვის პროცესში და გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანდაცვის სერვისებს“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უახლესი