აშშ-მა გააფართოვა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. სანქციების ახალი პაკეტი მიზნად ისახავს 300-ზე მეტ ახალ ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირს, „რომელთა პროდუქტები და სერვისები საშუალებას აძლევს რუსეთს გააგრძელოს თავისი საომარი ძალისხმევა და თავიდან აირიდოს სანქციები“.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ სასანქციო სია მოიცავს ჩინეთში დაფუძნებულ ათობით კომპანიას, ისევე როგორც ორგანიზაციებს რუსეთში და სხვა ქვეყნებში, მათ შორის თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
„რუსეთის ომის ეკონომიკა ღრმად არის იზოლირებული საერთაშორისო ფინანსური სისტემისგან, რის გამოც კრემლის სამხედროები სასოწარკვეთილად ცდილობენ გარე სამყაროზე წვდომის მოპოვებას“, - აღნიშნა აშშ-ის ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა.
ომის დაწყებიდან აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსული ბიზნესის 4 000-ზე მეტ ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირს.
უახლესი