აშშ-ს სახელმწიფო ვალმა პირველად, $33 ტრილიონს მიაღწია. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.
ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულია, რომ 18 სექტემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მთლიანი მოცულობა 33,04 ტრილიონი დოლარია. ეს არის ახალი რეკორდი ამერიკის სახელმწიფო ვალში, რომელმაც16 ივნისს 32 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ იანვარში აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ნორმატიული ზღვარი გადალახა, რომელიც 31,4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. შედეგად, ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო ფინანსური ოპერაციების გასაგრძელებლად იძულებული გახდა სასწრაფო ზომები გაეტარებინა. ბოლო თვეებში ადმინისტრაციამ მოუწოდა კონგრესს, გაზარდოს ვალის ლიმიტი.
რესპუბლიკელები, რომლებიც აკონტროლებენ წარმომადგენელთა პალატას, ბიუჯეტის მნიშვნელოვანი შემცირებით ვალის ზღვრის ზრდაზე შეთანხმდნენ.
უახლესი
9 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება