დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

24-08-2024 16:14:00

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ახალ სასანქციო სიაში თითქმის 400 ფიზიკური და იურიდიული პირი და ორგანიზაცია მოხვდა.

ვაშინგტონში ახალი შეზღუდვების სამიზნედ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მიწოდების ჯაჭვები და ფინანსური არხები დაასახელეს.

კერძოდ, სიაში 16 ქვეყნიდან 100-ზე მეტი ფიზიკური პირი და კომპანია მოხვდა, რომლებსაც აშშ სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაში ადანაშაულებს. მათ შორის არიან ჩინეთის, შვეიცარიის, თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლები.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები