სომხურმა ავიაკომპანია Armenian Airlines-მა ერევნიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყების შესახებ განაცხადა. ავიაკომპანია ერევანი-ბათუმი-ერევანის საჰაერო ხაზზე პირველ რეგულარულ ფრენას 11 აგვისტოს შესრულებს.
როგორც რუსული მედია წერს,ამ დამატებითი ფრენების წყალობით რუს ტურისტებს მოსკოვიდან ცნობილ ქართულ კურორტზე, სომხეთის დედაქალაქში მოსახერხებელი ტრანსფერით, ჩასვლის დამატებითი გზა ექნებათ.
ფრენები კვირაში ორი სიხშირით - სამშაბათს და პარასკევს, განხორციელდება. თვითმფრინავი ერევნის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 02:00 საათზე აფრინდება და ბათუმში კი 02:55 საათზე დაეშვება. შავი ზღვის სანაპიროდან კი რეისი დილის 03:55 საათზე შესრულდება და სომხეთის დედაქალაქში დილის 05:00 საათზე იქნება. მგზავრობის დრო დაახლოებით ერთი საათია.
უახლესი