წლის ბოლოს და მთელი წლის განმავლობაში მოველით, რომ ინფლაცია იქნება მიზნობრივზე დაბალი და წლის ბოლოს ჩვენი პროგნოზი დაახლოებით 1%-ის ფარგლებშია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.
ამასთან, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა რომ ინფლაციის შემცირებაზე გავლენა ჰქონდა მედიკამენტებზე ფასების კლებას, „რამაც მთლიანი ინფლაცია უფრო სწრაფად შეამცირა, ვიდრე სხვა შემთხვევაში მოხდებოდა“.
„ეს რა თქმა უნდა სოციალურად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია საშუალო და გრძელვადიანად როგორ იქცევა ინფლაცია. აქედან გამომდინარე ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას და წლის განმავლობაში განაკვეთების შემცირების მიუხედავად, წლის განმავლობაში კიდევ მოველით რომ შემცირდება, ამის მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკა წლის განმავლობაში მაინც გამკაცრებული დარჩება“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.
საქსტატის ცნობით, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 2,7% შეადგინა.
უახლესი
5 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა7 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა