დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არჩევნების შედეგები უდავოა, მაგრამ ევროპაში ამაზე კამათი მაინც იქნება, როდესაც არჩევნებში კონსერვატიული პარტიები იგებენ, ყოველთვის ვხედავთ ასეთ კამათს - ვიქტორ ორბანი

არჩევნების შედეგები უდავოა, მაგრამ ევროპაში ამაზე კამათი მაინც იქნება, როდესაც არჩევნებში კონსერვატიული პარტიები იგებენ, ყოველთვის ვხედავთ ასეთ კამათს - ვიქტორ ორბანი

29-10-2024 11:55:00

არჩევნების შედეგები უდავოა, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მაგრამ ევროპაში ამაზე კამათი მაინც იქნება. ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ, ბრიუსელში ყოველთვის ასეა, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, მიზეზი ისაა, რომ ევროპაში კონსერვატიული ძალები არადემოკრატიულად აღიქმება.

„როდესაც არჩევნებში კონსერვატიული პარტიები იგებენ, ყოველთვის ვხედავთ ასეთ კამათს, იმიტომ, რომ ევროპული პოლიტიკა არის [ლიბერალურ] სახელმძღვანელოზე დაფუძნებული. თუ ლიბერალები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატია არისო, თუ კონსერვატორები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატია არ ყოფილა. უნგრეთში ჩატარდება არჩევნები, თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მნიშვნელობა არ აქვს, ასე აღიქვამენ. ლიბერალებს რომ გაემარჯვათ ეს იქნებოდა მთელს დასავლეთ ევროპაში გავრცელებული, როგორც საუკეთესო დემოკრატია, მაგრამ ახლა, რადგან კონსერვატიულმა სულისკვეთებამ გაიმარჯვა, ევროპაში კამათი არსებობს. უნგრეთის არჩევნების შემდეგაც ასე იყო და საერთაშორისო პრესაშიც ასე ჟღერდება, მაგრამ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ“, - აღნიშნა ორბანმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები