საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლობა 22 წლის წიმ ნიუ-იორკში მომხდარ მასშტაბურ ტერაქტს ეხმაურება.
„22 წლის წინ მსოფლიო არნახული მასშტაბის ტერორისტულმა აქტმა დაადუმა. ამ ტრაგედიამ 3 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ნიუ-იორკში, პენსილვანიასა და ვირჯინიაში 6 000-ზე მეტი დააზარალა - დატოვა რა სამუდამო კვალი შეერთებული შტატებისა და მსოფლიო მეხსიერებაში.
არასოდეს დავივიწყებთ 11 სექტემბერს, მაშველების სიმამაცესა და ხალხის ერთობას“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ Facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უახლესი
1 საათის წინ
რა სიახლეებს სთავაზობს „ფუსფუსი“ მომხმარებლებს