საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს უსმენენ.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ისტორიულ შენობაში საკანონმდებლო საქმიანობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ჩემს კოლეგებთან ერთად მუშაობა. თუმცა, რა თქმა უნდა, ბატონი პრემიერ-მინისტრის მიერ ჩემი კანდიდატურის წარდგენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოზიციაზე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მანიჭებს და მეც მზად ვარ რომ მთელი ჩემი ძალა, ენერგია და გამოცდილება, ამ სფეროს განვითარებას დავუთმო“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
დავით სონღულაშვილმა მოკლედ შეაჯამა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფარგლებში გაწეული 4 წლის სამუშაო.
„ამ პერიოდის განმავლობაში, არაერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივაზე ვიმუშავეთ, რომელიც მიმართული იყო როგორც სხვადასხვა სექტორული საქმიანობის მოწესრიგებაზე, ასევე ეკონომიკური რეფორმების საკანონმდებლო უზრუნველყოფაზე. ის კანონპროექტები, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში მომზადდა, განხილვები სხვადასხვა საპარლამენტო ფორმატში, ხელს უწყობდა ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და დარგების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. კომიტეტი, მუდმივად მზად იყო დიალოგისთვის და თანამშრომლობისთვის, როგორც კერძო სექტორთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ეკონომიკური სექტორის ყველა წარმომადგენელთან. ყოველთვის აქცენტირებული ვიყავით ქვეყნის წინაშე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რასაც თან ახლდა კომიტეტის საპასუხო მოქმედებები“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებს - ნაყოფიერი მუშაობისთვის, კომიტეტის აპარატს - მაღალი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის.
„განსაკუთრებული მადლობა მეათე მოწვევის პარლამენტს და ბატონ შალვა პაპუაშვილს თანამშრომლობისთვის, მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის. დაბოლოს, რა თქმა უნდა ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, რომლებმაც გამომიცხადეს ნდობა 2016 წლიდან და მომცეს შესაძლებლობა კომპეტენციის ფარგლებში გამეკეთებინა მაქსიმუმი ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური წინსვლისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
უახლესი
3 საათის წინ
როგორია Boxette-ის 2025 წლის გეგმები