ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. ეს იყო საკმაოდ რთული და გრძელვადიანი მოლაპარაკების წარმატებული დასასრული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. კითხვა ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Jazeera Airways-ს ეხებოდა, რომელიც 14 ივნისიდან ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით ოპერირებას იწყებს.
„ზაფხულის სეზონიდან, ბათუმის აეროპორტში ველოდებით Jazeera Airways-ს, რომელიც განახორციელებს პირდაპირ ფრენებს ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პირველ რიგში, ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, სასტუმროებისა, საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელებისთვის და რესტორნებისთვის. ავიაციის ინდუსტრიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტურიზმისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. ამას ჩვენ ციფრებით ვხედავთ და საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო არ იშურებს ძალისხმევას, ჩვენს ქვეყანაში მუდმივად ვიხილოთ ახალი ავიაკომპანიები და ახალი პირდაპირი მიმართულებები“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
უახლესი
23 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა