დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
 არ შეიძლება, გამჭვირვალე იყოს მთავრობა, საბანკო და კერძო სექტორი და ერთადერთი კუნძული, გაუმჭვირვალობის და ბუნდოვანების იყოს NGO-ების სფერო - პრემიერი

 არ შეიძლება, გამჭვირვალე იყოს მთავრობა, საბანკო და კერძო სექტორი და ერთადერთი კუნძული, გაუმჭვირვალობის და ბუნდოვანების იყოს NGO-ების სფერო - პრემიერი

08-11-2024 15:50:00

არ შეიძლება, გამჭვირვალე იყოს მთავრობა, საბანკო სექტორი, კერძო სექტორი და ერთადერთი კუნძული, გაუმჭვირვალობის და ბუნდოვანების იყოს NGO-ების სფერო, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, NGO-ები ცდილობენ ყველანაირად, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ შეიცვალოს ხელისუფლება.

„თქვენ იცით კონტექსტი როგორი იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონის. NGO-ებს ჰქონდა რევოლუციის მოწყობის 2 მცდელობა ჩვენს ქვეყანაში. ჯერ იყო 2020-2021 წლები, როცა მათ გააყალბეს პარალელური დათვლის შედეგები, სხვა მონაცემები და ამით საფუძველი დაუდეს პირველ რევოლუციურ ქმედებას ჩვენს ქვეყანაში. 2022 წელს მათ ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მე-2 მცდელობა. აქ უკვე უშუალოდ ავიდნენ ისინი პოლიტიკურ სცენაზე, ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, წარმოიდგინეთ NGO-ები ითხოვდნენ საკუთარი მონაწილეობით ახალი მთავრობის ფორმირებას, ეს იყო რევოლუციის მე-2 მცდელობა. ეს მცდელობა წარმოებდა უცხოური ფულით, ეს არის ყველაზე საინტერესო ამ ყველაფერში. დღესაც ისინი ცდილობენ ყველანაირად, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ შეიცვალოს ხელისუფლება. ეს არის, მართალია სუსტი, მაგრამ უკვე მე-3 მცდელობა. ასეთ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ NGO-ების  საქმიანობა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. არ შეიძლება, გამჭვირვალე იყოს მთავრობა, საბანკო სექტორი, კერძო სექტორი და ერთადერთი კუნძული, გაუმჭვირვალობის და ბუნდოვანების იყოს NGO-ების სფერო. ეს არის უბრალოდ გაუგებარი. თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ NGO-ები უნდა დარჩნენ ერთადერთ ბუნდოვან სუბიექტებად ჩვენს ქვეყანაში, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამ თემასთან დაკავშირებით", -  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
 


მსგავსი სიახლეები