2023 წლის აპრილში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 2,537 ერთეული შეადგინა და წინა წლის აპრილთან შედარებით 27%-იანი კლება დაფიქსირდა.
ბაზრის ზომა კი 22%-ით, 141 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა.
Colliers Georgia-ს უძრავი ქონების ვებგვერდზე განახლებული ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 31%-იანი კლება ფიქსირდება გასული წლის აპრილთან შედარებით. ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 18%-ით არის შემცირებული.
ამასთან, თბილისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ახალაშენებულ ეკონომ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 42%-ით შემცირდა, მედიუმ და პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 9% და 2%-იანი კლება დაფიქსირდა.
თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაიზარდა გარეუბნებსა და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში კი 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ქალაქის ცენტრში კი მაჩვენებელი 1%-ით შემცირდა.
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია