ინდოეთში iPhone 17-ის წარმოება 2025 წლის მეორე ნახევარში დაიწყება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი iPhone-ის საწყისი აწყობა ჩინეთის ფარგლებს გარეთ განხორციელდება.
ამის შესახებ Apple-ის ანალიტიკოსი მინგ-ჩი კუომ იტყობინება.
Apple-ის გადაწყვეტილება ინდოეთში სტანდარტული iPhone 17-ის აწყობის შესახებ განპირობებულია დიზაინის „ნაკლებად სირთულით“, რაც კომპანიისთვის რისკებს ამცირებს. Apple უკვე რამდენიმე წელია ინდოეთში iPhone-ის ძველ მოდელებსა და სხვა მოწყობილობებს აწარმოებს. ტექნიკური გიგანტი ცდილობს, რომ ჩინეთში წარმოების მოცულობა შეამციროს.Apple ცდილობს, რომ ინდურ ქარხნებზე თანდათან უფრო მეტი ვალდებულებები დააკისროს და iPhone 14-ის წარმოება ქვეყანაში სმარტფონის გამოშვებისთანავე, 2022 წლის სექტემბერში დაიწყო.
iPhone 15-ის წარმოება კი ინდოეთში კიდევ უფრო ადრე დაიწყო: ინდურმა ქარხნებმა iPhone 15-ის საბაზისო მოდელი პრეზენტაციამდეც ააწყვეს, თუმცა თავდაპირველი აწყობა მაინც შედგა ჩინეთში.
Apple ინდოეთში Foxconn-თან, Pegatron-თან და Tata-სთან თანამშრომლობს. Foxconn პასუხისმგებელია მოწყობილობის აწყობის 75-80%-ზე.ცნობილია, რომ Foxconn-მა ინდოეთში თავისი წარმოების შესაძლებლობების გასავითარებლად 500 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
კუოს თქმით, ამჟამად iPhone-ების 12-14% იწარმოება ინდოეთში და ეს წილი 2024 წლისთვის 20-25%-მდე გაიზრდება.
2023 წელს Apple-მა გახსნა თავისი პირველი საცალო მაღაზიები მუმბაიში, თუმცა iPhone ინდოეთში ონლაინ შეკვეთების საშუალებით 2020 წლიდან იყო ხელმისაწვდომი.
უახლესი
43 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა