დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ანაკლიის პორტის პროექტი საინტერესოა აზერბაიჯანისთვის, ყაზახეთისთვის, შუა აზიის სხვა ქვეყნებისთვის - მინისტრი

ანაკლიის პორტის პროექტი საინტერესოა აზერბაიჯანისთვის, ყაზახეთისთვის, შუა აზიის სხვა ქვეყნებისთვის - მინისტრი

23-10-2023 16:49:57

ანაკლიის პორტის განვითარება მნიშვნელოვანია და ეს არის მთლიანად შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ მიმართული პროექტი და შესაბამისად, ის საინტერესოა, როგორც საქართველოსთვის, ისე ამ დერეფანში მონაწილე სხვა ქვეყნებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითასვილმა დღეს, მედიასთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. .

მისივე თქით, ანაკლიის პორტის პროექტი საინტერესოააზერბაიჯანისთვის, ყაზახეთისთვის, შუა აზიის სხვა ქვეყნებისთვის.

„იმიტომ რომ გამტარუნარიანობა შუა დერეფანში გაიზრდება, უფრო კონკურენტუნარიანი გახდება ეს მარშრუტი. ეს ემსახურება ამ ეკონომიკის ინტერესებსაც როგორც სატრანზიტო, ისე ამ ქვეყნებში წარმოებული ტვირთების ექსპორტის კუთხით ან იგივე იმპორტის ოპერაციების გასაზრდელად. ასე რომ სხვა ქვეყნების მხრიდან ინტერესი ბუნებრივია.  

ჩვენ გვაქვს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ფორმალური პროცესი თებერვლიდან გვაქვს დაწყებული და გვყავს ორი კანდიდატი, რომლებთანაც მიმდინარეობს წინადადებების დაზუსტება. ჩვენ ამ პროცესს ეფექტურად, დროში როგორც არის დაგეგმილი ჩავატარებთ და დარწმუნებული ვართ, რომ სათანადო, ღირსეულ, ინვესტორ პარტნიორს შევარჩევთ რომელსაც თავის კვალიფიკაცია ექნება, რომ პორტის ოპერირებაშიც თავისი წვლილი შეიტანოს“, - აღნიშნა დავითაშვილმა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები