ამსტერდამმა მძღოლებისთვის სიჩქარეზე შეზღუდვების შემოღება გადაწყვიტა, რომელიც ძალაში 8 დეკემბერს შევა.
ქუჩების თითქმის 80%-ზე შეუძლებელი იქნება საათში 30 კილომეტრზე მეტი სიჩქარის განვითარება. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს ავარიების რაოდენობას 20-30%-ით შეამცირებს.
მსგავსი შეზღუდვები უკვე მოქმედებს ევროპის ბევრ ქალაქში: პარიზში, ბრიუსელში, სოფიაში და სხვა. ეს არის ევროკავშირის გლობალური პროექტი უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. იგი მიიღეს 2023 წლის მარტში. გეგმის მიხედვით, 2050 წლისთვის დაგეგმილია ნულოვანი ფატალური ავარიების მიღწევა.
უახლესი
3 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი