სანელებლების მწარმოებელი Waime Spices-ს დირექტორი გიორგი გოგია Businss Insider Gerogia-თან ამბობს, რომ კომპანიის ერთ-ერთი სამიზნე ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატებია.
კომპანია ერთ-ერთი ამერიკული ბრენდისთვის უკვე ქმნის პროდუქტს და ამ ბაზარზე გასავლელად ემზადება.
სანელებლები „ვაიმეს“ ბრენდით ამ დროისთვის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, უცხოურ მაღაზიებსა და რესტორნებში იყიდება.
კომპანიამ 2023 წელს უკვე გახსნა პირველი მაღაზია უნგრეთში რომელიც ამ დროისთვის კომპანიის ცენტრალურ საწყობსა და საწარმოს წარმოადგენს.
„2023 წელი იყო ძალიან საინტერესო და რთული წელი, კომპანიაში წარმოება არ გაგვზრდია და ექსპორტის მაჩვენებელი შეგვიმცირდა. შეიძლება ითქვას, რომ უმეტესად ადგილობრივი ბაზრის ხარჯზე მოგვიწია მუშაობა და არსებობა“, - ამბობს გიორგი გოგია.
ამასთან, მეწარმე ადგილობრივ ბაზარზე არსებულ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მცირე კომპანიებისთვის ქსელური მაღაზიები მიუწვდომელია.
„ადგილობრივ ბაზარზე, კომერციულ უძრავ ქონებაზე შეთავაზება ბევრად ნაკლებია, ვიდრე მოთხოვნა, რაც ძალიან ზრდის იჯარის ფასს და შეუძლებელს ხდის პატარა ბრენდებისთვის სავაჭრო ცენტრებში ან ქსელურ მაღაზიაში შესვლას. ამასთან, ბევრმა მაღაზიამ პროდუქტის მიღებაზე უარი გვითხრა, რადგან გვეუბნებიან რომ იმპორტირებულს ანიჭებენ უპირატესობას“, - ამბობს მეწარმე.
ამის გათვალისწინებით კომპანიას მოუწია თავისი არხების მოპოვება და განვითარება უცხოეთში.
ადგილობრივ ბაზარზე კომპანიას მაღაზია „ბაზარი ორბელიანზეა“ განთავსებული და თვეში ეს ობიექტი 350-400კგ სანელებელს ჰყიდის.
Waime Spices 20018 წელს დაარსდა და მხოლოდ 6 დასახელების სანელებელს აწარმოებდა. ახლა კომპანიის ასორტიმენტი ყოველთვიურად იზრდება.
„ასორტიმენტში შეხვდებით როგორც ქართულ ისე უცხოური პროდუქტს, ასევე გვაქვს საკუთარი გემოვნებით და რეცეპტებით შექმნილი სანელებლებიც. კომპანიის ერთ ერთ ძირითად ხაზს ექსპორტი წარმოადგენს და დაარსების დღიდან პროდუქტი ექსპორტზე გაგვაქვს. 2024 წელსაც გეგმაში გვაქვს ევროპაში კიდევ ერთი მაღაზიის გახსნა", - ამბობს გიორგი გოგია.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა