დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ამერიკელი ხალხის დახმარება ხელს უწყობს საფინანსო სექტორის განვითარებას - ნათია თურნავა

ამერიკელი ხალხის დახმარება ხელს უწყობს საფინანსო სექტორის განვითარებას - ნათია თურნავა

13-07-2023 10:56:53

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, აშშ - ის ელჩს, კელი დეგნანს და USAID - ის მისიის ხელმძღვანელს, ჯონ პენელს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში უმასპინძლა. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებსა, მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და ამასთან, ყურადღება გაამახვილეს USAID - თან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე.

"დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოს რთული პერიოდი აქვს, შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს დახმარებასა და მნიშვნელოვანი კონსულტაციების გაწევას. დასაფასებელია თქვენი ძალისხმევა საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში. ეროვნულ ბანკსა და აშშ - ის საელჩოს შორის მუდმივად მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა სებ - ის რეფორმებისა და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ეროვნული ბანკი დგამს არსებული გლობალური გამოწვევების პირობებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული ნაბიჯები სანქციებთან სრულ შესაბამისობაშია. აგრეთვე, მინდა, ხაზი გავუსვა ეროვნულ ბანკსა და USAID - ს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და უღრმესი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელჩს და USAID - ის მისიის ხელმძღვანელს საქართველოში ეკონომიკური განვითარების უდიდესი ხელშეწყობისთვის. უცხოური ინვესტიციების წახალისებამ, სავაჭრო ხელშეკრულებების ხელშეწყობამ და ტექნიკურმა დახმარებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდაში. ამერიკელი ხალხის დახმარება ხელს უწყობს საფინანსო სექტორის განვითარებას და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დამკვიდრებას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები