Amelie Flowers Shop/ ყვავილების მაღაზია „ამელი“ ივენთების სეგმენტში შევიდა და ქართველ მომხმარებელს მათზე მორგებული მომსახურება უკვე ამ მიმართულებითაც შესთავაზა. გადაწყვეტილება გუნდმა ბაზრის საჭიროებიდან გამომდინარე მიიღო, ვინაიდან მოთხოვნა მუდმივად მზარდია. მით უმეტეს, პანდემიური პერიოდის შემდეგ, როცა ბიზნესმა ახალი ძალით გააგრძელა საქმიანობა.
,,ამელის“ თანადამფუძნებელი ნუკა ჩოხელი Business Insider Georgia-თან საუბრობს, როგორია ტენდენცია ივენთებზე, რამდენად მასშტაბური ღონისძიებები იგეგმება და როგორია სერვისი, რომელსაც ,,ამელი“ მომხმარებელს სთავაზობს.
,,აქტიურად შევედით ივენთის სეგმენტში. ჩვენი მხრიდან ეს თამამი გადაწყვეტილებაა, რაშიც ზურგს გვიმაგრებს 8-წლიანი გამოცდილება და გუნდი, რომელიც ამ საოცრებების შექმნაში გვეხმარება. ბაზარზე აქტიურად ვართ ჩართული და მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ მომსახურებას, რაც წვეულების სწორად დაგეგმვისთვის არის საჭირო - აუდიო ტექნიკის უზრუნველყოფის ჩათვლით, ინვენტარის მიტანა, ინსტალაცია და სხვა, ვასრულებთ ყველაფერს, რაც ღონისძიების სრულ ორგანიზებას სჭირდება“, - ამბობს ,,ამელის“ თანადამფუძნებელი და ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზეც დასძენს.
,,შემოდგომა ძალიან აქტიური პერიოდია ივენთის თვალსაზრისით, მზარდი მოთხოვნა შეიმჩნევა. ქორწილების სეზონი ოფიციალურად გახსნილია და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. უნდა ითქვას, რომ მოქალაქეები უკვე მასშტაბურ ქორწილებს იხდიან, დიდ ღონისძიებებს გეგმავენ. რაც პანდემიის განმავლობაში მოაკლდა ხალხს, თავშეყრა და მხიარულება, დიდი დოზით განახლდა. 2-3 წლით შექმნილი ოჯახები თავიანთი ცხოვრების ღირსშესანიშნავ თარიღებს ახლა აღნიშნავენ წვეულებებით, ამ მხრივ ,,ამელი“ ძალიან თამამ განაცხადს აკეთებს, ჩვენს პორტფელიოში 500-600 კაციანი ღონისძიებები ჩაიწერა, რითაც ვამაყობთ“, - ამბობს ნუკა ჩოხელი Business Insider Georgia-თან.
ცნობისთვის, Amelie Flowers Shop/ ყვავილების მაღაზია ამელი ერთ-ერთი პირველია, ვინც ყვავილების მიტანის შესაძლებლობა შესთავაზა მომხმარებლებს და მუდმივად ნერგავს სიახლეს ამ სფეროში.
„ამელი“, ფალიაშვილის 68 ნომერში მდებარეობს და ბაზარზე 8 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიაში სრულ განაკვეთზე 18 თანამშრომელი მუშაობს, ღონისძიებების დაგეგმვისას კი „ამელი“ დამატებით 50 ადამიანს ასაქმებს.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი