გაუმჯობესების მიუხედავად, ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მიმართვების რაოდენობა საქართველოში კვლავ მცირეა, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.
Galt & Taggart-ში მიაჩნიათ, რომ პირველადი ჯანდაცვა საავადმყოფოების დატვირთულობის შესამცირებელი ეფექტური გზაა, რომელსაც შეუძლია გადამდები ან არა-გადამდები დაავადებების პრევენცია და გართულებული/ფატალური შემთხვევების შემცირება.
„2021 წლის მონაცემებით, საქართველოში ამბულატორიულ-პოლიკლინიკური მიმართვიანობა ერთ ადამიანზე საშუალოდ 4.0-ს უტოლდება, რაც ევროკავშირის და სხვა მეზობელი ქვეყნების მაჩვენებელთან შედარებით დაბალია. არასაკმარისად განვითარებული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები დაბალი მოთხოვნის ერთ-ერთი მიზეზია, რაც პაციენტებს უბიძგებს მიმართონ პირდაპირ საავადმყოფოებს.
პირველადი ჯანდაცვის განვითარების კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი მედიკამენტებით თვითმკურნალობის მაღალი დონეა“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
უახლესი
9 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი