საახალწლოდ პრემიუმ შოკოლადის ხაზი დავამატეთ, - ამის შესახებ კომპანია Ambience Concept Store -ს დამფუძნებელმა და დირექტორმა მაიკო ჯიმშელეიშვილმა Business Insider Georgia-ს განუცხადა.
კომპანიას, პრემიუმ ხაზის ხელნაკეთი შოკოლადის დასამზადებლად ნედლეული ბელგიიდან და საფრანგეთიდან ჩამოაქვს, ხოლო შოკოლადი თბილისში მზადდება.
„ამ ეტაპზე შოკოლადს საახალწლოდ ვამზადებთ კორპორაციული შეკვეთებისთვის. სტანდარტულად ოთხი სახის შოკოლადი გვაქვს: შავი, რძიანი, კარამელი და რუბი. ჩვენი ნიშა როგორც ვიზუალით ისე ხარისხით პრემიუმ ხაზია და სხვა ნაწარმისგან სწორედ ამით განსხვავდება“, - განაცხადა მარიკო ჯიმშელეიშვილმა.
Ambience Concept Store -ს ხელნაკეთი შოკოლადები კორპორაციულის გარდა ხელმისაწვდომია საცალო ბაზარზეც. შოკოლადი ონლაინ იყიდება.
„მუყაოს ყუთებში 250-350 გრამიანი შეფუთვები გვაქვს. ფასი 55 და 77 ლარია. ოთხი წელია საახალწლოდ ვაკეთებთ შოკოლადს. შესაძლოა, ეს ხაზი შემდგომშიც შევინარჩუნოთ. საახალწლოდ შეკვეთების წილი მაღალია, რადგან ძირითადად კორპორაციულ შეკვეთებზე ვმუშაობთ,“- ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
Ambience Concept Store -ს ასორტიმენტში არის ასევე გველის ფორმის სათამაშოები და ფიროსმანის ხაზი. კერძოდ, ფიროსმანის ნახატების მიხედვით შექმნილი ხელით მოხატულ საკოლექციო ფიგურები.
„რადგან წელს გველის წელია, ამიტომ მომხმარებელს ვტავაზობთ გველის ფორმის სათამაშოებს. გვაქვს ფიროსმანის ხაზის რამდენიმე მოდელი, რომელიც ჩვენი კომპანიის შეკვეთით დამზადდა პოლონეთში და ადგილობრივ ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს,“- ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
Ambience Concept Store არის კონცეპტუალური მაღაზია, სადაც ქალის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სახლის აქსესუარები, სასაჩუქრე ნივთები.
უახლესი
3 საათის წინ
კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები იზრდება4 საათის წინ
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ფორთოხალს ყიდულობს7 საათის წინ
რატომ უნდა აღნიშნო დაბადების დღე Wendy's-ში