„დღის განმავლობაში იქნება საინტერესო დისკუსიები, მსოფლიო ტურიზმის ტენდენციებზე. ყოველ წელს ამ ღონისძიებას აქვს მთავარი გზავნილი, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს დაანონსდა და ეს არის „მშვიდობა და ტურიზმი“. გაიმართება პანელური დისკუსიები მშვიდობის როლზე ტურიზმის განვითარებაში, თუ რა მნიშვნელობა აქვს მოგზაურებისთვის მშვიდობას, რათა მათ შეძლონ ახალი ქვეყნების აღმოჩენა“, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განცხადებით, 27 სექტემბერს მსოფლიო აღნიშნავს ტურიზმის საერთაშორისო დღეს და ეს თარიღი პირველად აღინიშნება საქართველოში.
„1979 წელს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ დააწესა ეს დღე და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება. გასულ წელს ევროპის კომისიამ ჩვენ მოგვცა ხმა და ევროპის კვოტით საქართველოში აღინიშნება. ძალიან მაღალი რანგის სტუმრები არიან საქართველოში, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის 160 ქვეყნის წარმომადგენლები, მაღალი რანგის სტუმრები, მინისტრები, მათი მოადგილეები. ტურიზმისა და ავიაციის სფეროს პროფესიონალები, ასევე საერთაშორისო მედია“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
უახლესი
11 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე13 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა13 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს