Alibaba Group-ის დამფუძნებელი ჯეკ მა საზღვარგარეთ დაახლოებით ერთი წლის გატარების შემდეგ ჩინეთში დაბრუნდა, წერს South China Morning Post.
გამოცემის ცნობით, 27 მარტს მა ჰანჯოუში მის მიერ დაარსებული კერძო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა.
სამშობლოში დაბრუნებამდე ცოტა ხნით ადრე მილიარდერი ჰონგ კონგში გამოჩნდა, სადაც Art Basel-ის არტ ბაზრობას ესტუმრა.
ჯეკ მამ Alibaba-ს ხელმძღვანელის თანამდებობა 2019 წელს დატოვა და ბევრს მოგზაურობდა. მან ჩინეთი მას შემდეგ დატოვა, რაც პეკინმა ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიებზე შეზღუდევბის დაწესება დაიწყო.
ჩინეთის ხელისუფლებამ, რომელიც ცდილობდა ქვეყნის უდიდეს ტექნოლოგიურ კომპანიებზე კონტროლის მოპოვებას, სანქციების შემსუბუქება გადაწყვიტა, რომლებიც უცხოელ ინვესტორებს აშინებდნენ, - წერდა 2023 წლის იანვარში Financial Times-ი.
უახლესი
5 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა7 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა