დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Alibaba Group-ი თურქეთში დამატებით 2 მლრდ დოლარის ინვესტირებას გეგმავს

Alibaba Group-ი თურქეთში დამატებით 2 მლრდ დოლარის ინვესტირებას გეგმავს

18-09-2023 14:27:15

ჩინური გიგანტი Alibaba Group Holding Ltd ელექტრონული კომერციის გაფართოებას და თურქეთის პოტენციალის გათვალისწინებით, ამ ქვეყანაში 2 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა მაიკლ ევანსმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს განუცხადა.

მან თურქეთის პრეზიდენტს ქვეყანაი ახალი ინვესტიციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის ანკარაში მონაცემთა ცენტრისა და ლოგისტიკური ცენტრის და სტამბულის საერთაშორისო აეროპორტის საექსპორტო ტერმინალის მშენებლობაზე.

ევანსმა თქვა, რომ კომპანიამ 1,4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა ქვეყანაში Trendyol-ის ბაზრის მეშვეობით და აღნიშნა, რომ Alibaba Group მხარს უჭერს თურქული კომპანიის განვითარების საერთაშორისო სტრატეგიას.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო Trendyol Group-ის პრეზიდენტმა ჩაგლაიან ჩეტინმაც.
 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები