საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა.
აღნიშნულ პოზიციაზე ალექსანდრე წულაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
ალექსანდრე წულაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პრემიერ-მინისტრსა და მის გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის.
ძალიან დიდი მადლობა გიორგი ამილახვარს გაწეული საქმიანობისთვის, ყველა იმ რეფორმისთვის, რომელსაც მან ჩაუყარა საფუძველი.
იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ წარმატებით გავაგრძელებთ დაწყებული რეფორმების განხორციელებას.
მოგეხსენებათ, განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომითა და პასუხისმგებლობით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი,“ - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
უახლესი
7 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე9 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა9 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს9 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა