დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ალბათ საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას - ვიქტორ ორბანი

ალბათ საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას - ვიქტორ ორბანი

29-10-2024 11:33:00

ალბათ საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ქართველმა ხალხმა მშვიდობისა და ევროპული არჩევანი გააკეთა. მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის. ამიტომ, ერთგულების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა სასაცილოა“, - აღნიშნა ორბანმა.

მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები