დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ალალის“ ბრენდით წვენები ჩეხეთში, ლიეტუვაში და სავარაუდოდ საფრანგეთშიც გავა -  „აჩინებულის“ დამფუძნებელი

„ალალის“ ბრენდით წვენები ჩეხეთში, ლიეტუვაში და სავარაუდოდ საფრანგეთშიც გავა - „აჩინებულის“ დამფუძნებელი

17-10-2023 09:00:07

ქართული ნატურალური წვენები ,,ალალი“ Anuga 2023-ის საერთაშორისო გამოფენას სტუმრობდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. როგორც აღმოჩნდა, გამოფენის ფარგლებში კომპანიამ ახალი კავშირები დაამყარა და საექსპორტო ბაზრის გაფართოებაზეც აქტიურად დგამს ნაბიჯს, რაშიც გლობალურ გამოფენაში მონაწილეობა ძალიან დაეხმარა.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან ამბობს, ქართული ნატურალური წვენების ,,ალალის“ მწარმოებელი კომპანია ,,აჩინებულის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი გოჩა ღვინეფაძე საუბრობს.

,,ძალიან კარგი გამოფენა ჩატარდა, რაც ჩვენი კომპანიისთვის დამატებითი შანსია, უფრო მეტად განვვითარდეთ და ქვეყნის გარეთ მეტმა ადამიანმა გაგვიცნოს. 9 დასახელების 27 პროდუქცია წარვადგინეთ, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ველოდებით ამ კარგი ამბის წარმატებით გაგრძელებას, რის საფუძველიც ძალიან მყარია. ,,ანუგა“ ძალიან დიდი და მასშტაბური გამოფენაა ,,ფრანკფურტთან“ ერთად და დიდი შესაძლებლობაა ჩვენთვის ამ გამოფენებზე მოხვედრა. სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ ამ მხრივ დიდი მხარდამჭერია ქართული ბიზნესისთვის, დიდი დახმარება გასწია“, - ამბობს გოჩა ღვინეფაძე.

რაც შეეხება ექსპორტთან დაკავშირებულ სიახლეს, ბიზნესმენის ინფორმაციით, უკვე მიღწეულია შეთანხმება და ,,ალალის“ ბრენდით ქართული წვენები გავა ჩეხეთის ბაზარზე. ასევე ლიეტუვაში და სავარაუდოდ საფრანგეთშიც, რასაც Anuga 2023-ის ფარგლებში ჩაეყარა საფუძველი. გოჩა ღვინეფაძის თქმით, ყოველი ახალი გამოფენას ახალი კონტრაქტები და გეგმები მოჰყვება. „ცოტა ხნის წინა კილონს ვსტუმრობდით, უფრო ადრე კატარის გამოფენაზე გახლდით. ასეთი მაღალი დონის გამოფენები დიდ იმედს იძლევა მომავალი პარტნიორული თანამშრომლობისთვის. ველოდებით მოთხოვნის სოლიდურ ზრდას. საკმაოდ მასშტაბური გეგმები გვაქვს. შიდა ბაზარზეც უფრო გავფართოვდებით და ადგილზე უფრო მეტი მოქალაქეების დასაქმებას შევძლებთ“, - ამბობს ბიზნესმენი Business Insider Georgia- თან.

ცნობისთვის, „აჩინებულის“ საწარმო თელავში მდებარეობს. ის „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა და გასული წლის ზაფხულიდან ამოქმედდა. საწარმოში ჯამში 2,8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. რაც შეეხება USAID -ის თანადაფინანსებით განხორციელებულ პროექტს, მისი ჯამური ინვესტიცია 235 000 დოლარს შეადგენს. აქედან 75 000 დოლარია გრანტია.

შეგახსენებთ, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, 7-11 ოქტომბერს სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა - Anuga 2023-ში 23 ქართული კომპანია იღებდა მონაწილეობას. გამოფენა ტრადიციულად ქალაქ კიოლნში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმართება. Anuga-ს ყოველწლიურად საშუალოდ 165 000 ვიზიტორი ესწრება და 7 500-მდე გამომფენი მონაწილეობს. სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში იგი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები