დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ისტორიულ უბანში - „მეტროპოლ ორთაჭალაში“ გაყიდვები დაიწყო

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ისტორიულ უბანში - „მეტროპოლ ორთაჭალაში“ გაყიდვები დაიწყო

05-09-2024 16:53:00

 

·       გამორჩეული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, კომპლექსი მიმზიდველია როგორცსაცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ

 

·       0%-იანი პირველადი შენატანი და ფასდაკლება პროექტის საწყის ეტაპზე - გადახდის პირობებისრულად მომხმარებლის ინტერესზეა მორგებული

დეველოპერული კომპანია მეტროპოლის რუკაზე ახალი მისამართი მოინიშნა - „მეტროპოლ ორთაჭალაგაყიდვებს იწყებს. დედაქალაქის ცენტრალური გამზირიდან ათი წუთის სავალზე მდებარე საცხოვრებელიკომპლექსი ორ მრავალსართულიან კორპუსს, სარეკრეაციო ზონას, სპორტულ მოედნებსა და სოციალიზაციისსივრცეებს გააერთიანებს.

პროექტის მიხედვით, გორგასლისა და გულუას კვეთაზე 28 და 24-სართულიანი, მრავალბინიანი კორპუსებიაშენდება. ორივე ბლოკისათვის ინდივიდუალური სამდონიანი ავტოსადგომია გათვალისწინებული, სადაცავტომობილის ელექტროდამტენები განთავსდება. მეტროპოლისუპირატესობებში რჩება გამწვანეულიგარემო და მესაკუთრეების საჭიროებებზე მორგებული სარეკრეაციო სივრცეები. მშენებლობა 2027 წლისბოლოს დასრულდება და მფლობელები ბინებს მწვანე კარკასის მდგომარეობით ჩაიბარებენ.

მამუკა იმედაშვილი, „მეტროპოლისგენერალური დირექტორის მოადგილე: ჩვენს პროექტებს შორისმეტროპოლ ორთაჭალასთავისი ადგილმდებარეობა გამოარჩევს. კომპლექსი თბილისისისტორიული ძეგლების გარემოცვაში, ტურისტულ ცენტრში შენდება. თუმცა ამავე დროსმასშტაბური და გამწვანებული ტერიტორია მშვიდ, მყუდრო და უსაფრთხო გარემოს შექმნის. ვფიქრობთ, ჩვენს მობინადრეებს ცხოვრების სრულიად ახალ გამოცდილებას შევთავაზებთ.  

ბუნებრივია, მეტროპოლის სხვა კომპლექსებთან ერთად, როგორც თბილისში, ისე ბათუმში, ორთაჭალის შემთხვევაშიც პროცესი მთლიანად საერთაშორისო სტანდარტების დაცვითწარიმართება. გამოვიყენებთ მაღალი ხარისხის, ევროპულ საშენ თუ მოსაპირკეთებელ მასალებსდა, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ენრგოეფექტურობის კომპონენტი, რაც ენერგიისეფექტურ ხარჯვას უზრუნველყოფს. ეს კი მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენს მომხმარებლებსშევთავაზოთ სახლი, რომელიც მათ ჩაიფიქრეს. 

მეტროპოლ ორთაჭალისმომავალ მომხმარებელს ძალიან მალე დიმიტრი გულუას ქუჩის №4-ში გაყიდვებისსივრცეში მოემსახურებიან, მანამდე კი პროექტის დეტალებს და მეტროპოლის“, როგორც ბრენდის,უპირატესობებს მოქალაქეებს ყაზბეგის გამზირზე მდებარე გაყიდვების ოფისში მიაწვდიან

დაინტერესებული პირები აქვე გაეცნობიან ფასებსა და სააქციო პირობებს. პროექტის საწყის ეტაპზე ბინისშეძენის მსურველები პირველადი შენატანის გარეშე და 7%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. შიდაგანვადება კი ყოველთვიურად $460-დან იწყება

 

საცხოვრებელი კომპლექსის მოწყობა და სარეკრეაციო სივრცე

მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი სხვადასხვა სეგმენტზეა მორგებული. მომავალი მესაკუთრეები სასურველფართს თავიანთი საჭიროებების შესაბამისად შეარჩევენ. როექტი 2 ბლოკს, 28 და 24-სართულიანკორპუსებსა და, ჯამში, 704 ბინას და 8 ლიფტს გააერთიანებს. ოეწყობა სამდონიანი საპარკინგე სივრცე დაშენობების ნაწილში კომერციული სივრცეც გამოიყოფა.

მეტროპოლ ორთაჭალას ადგილმდებარობაც განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს. კომპლექსი ქალაქისისტორიულ ნაწილში, ტურისტულად დატვირთულ ზონაშია და, შესაბამისად, პირველადი დანიშნულებისგარდა, უძრავ ქონებაში საინვესტიციოდაც ხელსაყრელია.

მესაკუთრეების კომფორტზეა მორგებული საცხოვრებელი შენობების გარშემო მოწყობილი ტერიტორია. ეზოპადელისა და ფეხბურთის სპორტული მოედნებით, სარბენი და ველობილიკებით, მოსასვენებელი, საბავშვოდა სარეკრეაციო სივრცეებით შეივსება

 

ენერგოეფექტურობა და სამშენებლო მასალები

 

მეტროპოლი სამშენებლო სექტორში მწვანე პრაქტიკის ხელშეწყობას განაგრძობს და ორთაჭალის პროექტშიც ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებას გეგმავს. მათ შორის არის გერმანული, უმაღლესი ხარისხის YTONG-ის საფასადო ბლოკები და მშენებლობის პროცესიც, ენერგოეფექტურობის ჭრილში, სრულად მიჰყვება YTONG-ის სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

შენობა აღიჭურვება გათბობა-გაგრილების ენერგოეფექტური სისტემებით, ბუნებრივი ვენტილაციითა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც ატმოსფეროში – მავნე აირების გამოყოფას, მობინადრეებისათვის კი კომუნალურ გადასახადებს ამცირებს.

 

მეტროპოლი უკვე დაწყებულ მშენებლობებშიმსგავს პრაქტიკას იყენებს. დეველოპერულ კომპანიას თბილისსა და ბათუმში რამდენიმე პროექტი აქვს, რომელთა ჯამური ფართი 545,000 M2-ია. პროექტების განსახორციელებლად კი კომპანიის ჯამური ინვესტიცია 1,050,000,000 ლარზე მეტია. 

 

მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანიამეტროპოლი საქართველოში 2022 წელსდაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორისაცხოვრებელი კომპლექსისმეტროპოლ ბაგებისადამეტროპოლ ქავთარაძისმშენებლობამიმდინარეობს. ბათუმში კიმეტროპოლ კუბიდამეტროპოლ ოვალიშენდება, სადაც ფრანგულკომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყება ახალი პროექტისპარალელისმშენებლობა, რომელიც ახალისაცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით

მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.-ზე მეტია და ჯამურად 3500 ბინასმოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამურიინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია


 


მსგავსი სიახლეები