აკადემია UNIKO-მ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანამშრომლების გადამზადება დაიწყო კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, რაც ორ თვიანინტენსიურ ტრენინგ- კურსს მოიცავს .
ტრენინგი მიზნად ისახავს სემეკის თანამშრომლების გაძლიერებასა და კიბერუსაფრთხოების სტანდარტებისამაღლებას კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის შესახებ.
სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული ტრენინგ- კურსის ჩატარებაუმნიშვნელოვანესია, ვინაიდან სემეკის ყველა რგოლის თანამშრომელი საერთაშორისო სტანდარტებისშესაბამისად მომზადდება, რაც ხელს შეუწყობს მარეგულირებელი კომისიის უსაფრთხო დაშეუფერხებელ მუშაობას.
,,აკადემია UNIKO-სთან პარტნიორობით დღეს დავიწყეთ ორ თვიანი ინტენსიური ტრენინგ კურსი, რომლისმიზანია, სემეკის თანამშრომლების გაძლიერება კიბერუსაფრთხოებისა და კიბერჰიგიენის იმ ძირითადიპრინციპების შესახებ, რომელთა დაცვაც კიდევ უფრო კრიტიკული მნიშვნელობისაა დღევანდელ მსოფლიოში.მისასალმებელია, რომ ტრენინგი თეორიული ნაწილის გარდა, მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც დამსოფლიოში აღიარებულ ძირითად კიბერ-ჰიგიენის გაიდლაინებს“. -დავით ნარმანია.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, აკადემია UNIKO წლებია, რაც კიბერუსაფრთხოების მიმართულებითკორპორატიულ ტრენიგებს ატარებს, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
,, ჩვენთვის დიდი პატივია, კიბერუსაფრთხოების საკითხებში გადავამზადოთ და გავაძლიეროთ სემეკისთანამშრომლები. ჩვენ გვყავს უმაღლესი დონის, ექსკლუზიურად მოწვეულიპროფესიონალები: მარიამ დავლაშელიძე, რომელიცმასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მაგისტრატურის კურს დამთავრებულია (ამჟამად მოღვაწეობს ამერიკისშეერთებულ შტატებში), ასევე კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი აკადემია UNIKO-ს პრაქტიკოსილექტორი ლევან აბესაძე. ჩვენს გუნდს ტრენინგების ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება აქვსქვეყნის შიდა და საერთაშორისო დონეზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. “- აკადემია UNIKO-სდამფუძნებელი და დირექტორი, მზია მამაგულაშვილი.
კორპორატიული ტრენინგის კოორდინატორის, მარიამ პაკაცოშვილის განცხადებით, კიბერუსაფრთხოება თანამედროვე, ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქის მთავარი გამოწვევაა, შესაბამისად ნებისმიერ ორგანიზაციას სჭირდება კიბერ შეტევებისგან თავდაცვის მექანიზმებისცოდნა.
,, ჩვენი გუნდი მზად არის ნებისმიერი ორგანიზაცია თუ უწყება მოამზადოს კიბერ და ინფორმაციულიუსაფრთხოების მიმართულებით. გაგიზიაროთ შეერთებული შტატების და ევროპის ქვეყნების საუკეთესოპრაქტიკები და გამოცდილება.
გვაქვს როგორც მოკლე ვადიანი, ისე ინტენსიური ტრენინგ-კურსები, რაც მოცავს: ციფრული საგამოძიებოუნარების გაუმჯობესებას; სხვადასხვა მნიშვნელოვანი ხელსაწყოების გამოყენებით მავნე ფაილებისანალიზს; ქსელის მონიტორინგის სისტემების განხილვასა და სხვა“.
უახლოეს პერიოდში აკადემია საერთაშორისო დონის კიბერუსაფრთხოების ფორუმსაც გეგმავს, რომლისუმთავრესი ამოცანაც საქართველოს სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა თუ რეგიონში მცხოვრებიახალგაზრდების გაძლიერება იქნება.
უახლესი
58 წუთის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა1 საათის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს1 საათის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის