დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აგვისტოში ელექტროენერგიის გამომუშავება 6.2%-ით შემცირდა - თიბისი კაპიტალი

აგვისტოში ელექტროენერგიის გამომუშავება 6.2%-ით შემცირდა - თიბისი კაპიტალი

24-09-2024 17:25:00

2024 წლის აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ელექტროენერგიის გამომუშავება 6.2%-ით შემცირდა. შემცირების ძირითადი ნაწილი მარეგულირებელ სადგურებზე მოდის.

თიბისი კაპიტალის ანგარიშის მიხედვით, ამავე პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 4%-ით გაიზარდა.

საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ღირებულება 5.75 აშშ ცენტს გაუტოლდა, რაც წლიურად 10.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოდან ექსპორტირებულია 59 გვტ. სთ. ელექტროენერგია, თურქეთი კი კვლავ ძირითად ბაზარს წარმოადგენდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები