დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„აღნიშნული ექსპერტიზა ჩვენ არ ჩაგვიტარებია" - სამხარაულის ბიურო ილიაუნიზე

„აღნიშნული ექსპერტიზა ჩვენ არ ჩაგვიტარებია" - სამხარაულის ბიურო ილიაუნიზე

13-09-2023 20:17:56

„აღნიშნული ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს არ ჩაუტარებია", - ამის შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წერს და ილიაუნის C კორპუსის ავარიულობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თაობაზე, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საჭიროებს დემონტაჟს. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ აღნიშნული ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს არ ჩაუტარებია, - წერს უწყება.

მანამდე Facebook-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი იხურება, რადგან სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ ილიაუნის C კორპუსის დანგრევა მოითხოვა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები