საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ისტორიაში, 22024 წელს ქვეყანაში შემოვიდა ყველაზე მეტი ავიაკომპანია და დაემატა ყველაზე მეტი ავია მიმართულება, - ამის შესახებ „იმედის დილის“ ეთერში რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორთან გიორგი აბაშიშვილთან ინტერვიუში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.
„ჯამურად, სამივე აეროპორტში დაგვემატა 10 ახალი ავიაკომპანია, მხოლოდ თბილისში 8 ავიაკომპანია. 2024 წელს ფოკუსირება გავაკეთეთ თბილისზე და ჯამში დაგვემატა 14 ახალი ავია მიმართულება. ეს საკმაოდ რთული რამდენიმე თვიანი პროცესი იყო, იმისთვის, რომ ამდენი ავიაკომპანია დაგვერწმუნებინა იმაში, რომ საქართველოში შემოსულიყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის იმ სწორი პოლიტიკისა და იმ შესაძლებლობების გამოყენება, რის საშუალებასაც დღევანდელი სამყარო გვაძლევს და ყოველთვის, ნებისმიერი გამოწვევა არის ახალი შესაძლებლობა. ჩვენ ეს მომენტი სწორად დავიჭირეთ და აქედან გამომდინარე დავდეთ ეს შედეგი“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
მისი განცხადებით, 2025 წელსაც აეროპორტების გაერთიანებას ამბიციური გეგმები აქვს.
„ალბათ, რაოდენობრივად რთული იქნება ასეთი ავიაკომპანიების შემოყვანა, თუმცა გვაქვს მიზანი, რომ გავზარდოთ სიხშირეები და ჩვენ თამასა ძალიან მაღლა ავწიეთ და ორი-სამი ისეთი მიმართულებაა დარჩენილი, რომელიც ამ ხმაურიან სახელებს გადაფარავს. ჩვენი მიზანია, რომ უფრო შორი მიმართულების ფრენებზე ვიფიქროთ და ამას რა თქმა უნდა დრო თუმცა მომდევნო წელს ჩვენ გვაქვს ორი მთავარ მისია, პირველი- ესაა სიხშირეების გაზრდა, რასაც სჭირდება უკვე გამოცხადებული დაანონსებული ფრენებისა და ტურისტული ნაკადების განვითარება და მეორე, რა თქმა უნდა ჩვენთვის შეუჩერებელი პროცესია ახალი ავიაკომპანიები და ახალი მიმართულებები, იმისთვის რომ ჩვენ მოვახდინოთ ჩვენი ბაზრის დივერსიფიცირება ჩვენი ბაზრის, ავიაკომპანიების, ტურისტებისა და ავია მიმართულებების“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
უახლესი
3 საათის წინ
„არქი“ ლისი სანრაიზის პროექტს იწყებს4 საათის წინ
ლარი ევროსთან კიდევ გამყარდა