დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ადამიანები ყველგან, მათ შორის შუქრუთში ხედავენ, რომ ამ ქვეყანაში არის სამართლიანი ხელისუფლება, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია და ამის შედეგია ის, რომ შუქრუთში მივიღეთ 60% - ირაკლი კობახიძე

ადამიანები ყველგან, მათ შორის შუქრუთში ხედავენ, რომ ამ ქვეყანაში არის სამართლიანი ხელისუფლება, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია და ამის შედეგია ის, რომ შუქრუთში მივიღეთ 60% - ირაკლი კობახიძე

27-10-2024 12:41:00

თქვენ იცით რა კომპენსაციები აქვთ აღებული ამ ადამიანებს და სხვა ადამიანებს ამ სოფლიდან? რომ იცოდეთ, ამ კითხვას არ დასვამდით. სამართლიანობა ჩვენი მხრიდან ყველგან არის უზრუნველყოფილი, - ასე უპასუხა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც თქვა, რომ ცესკო-ს მონაცემებით 60%-ს აღწევს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა სოფელ შუქრუთში, რომლის მოქალაქეებიც არჩევნებამდე იდგნენ პარლამენტთან და მათი პრეტენზია მიმართული იყო ხელისუფლებისკენ. ჟურნალისტი დაინტერესდა, რით ხსნის მთავრობის მეთაური ამ სოფელში მმართველი გუნდისადმი ასეთ მაღალ მხარდაჭერას.

„რაც შეეხება ამ ადამიანების საკითხს, ეს მთლიანად დაკავშირებული იყო კომპანიასთან, მაგრამ აქაც კომპანიას გაცემული აქვს ძალიან სოლიდური კომპენსაციები და ზოგადად ყველგან ადამიანები, მათ შორის შუქრუთში ხედავენ, რომ ამ ქვეყანაში არის სამართლიანი ხელისუფლება, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია და ამის შედეგია ის, რომ შუქრუთში მივიღეთ 60%“, - განაცხადა კობახიძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები