დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა

11-12-2024 13:24:00

აჭარის ა.რ უმაღლესმა საბჭომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა.

რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტის 2025 წლის ასიგნებები 880 100 000 ლარს შეადგენს. 2024 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტთან შედარებით ბიუჯეტი, დაახელოებით 116 000 000 ლარით გაიზარდა.

2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 800 100 000 ლარით განისაზღვრა, სადაც შემოსავლები 685 100 000 ლარია.

2025 წლისთვის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 25 100 000 ლარით განისაზღვრა.

2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით:

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 149 619 600 ლარი;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 154 000 000 ლარი;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 65 500 000 ლარი;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 36 820 600 ლარი;

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები