9 სექტემბერს, რე:ინვენთის ოფისში ჩატარდება, საორიენტაციო შეხვედრა რე:სქულის ყველა მიმართულებაზე.
სასურველი მოდულის არჩევის შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ ადგილეზევე გაიაროთ რეგისტრაცია, სწავლა 23-24 სექტემბერს იწყება.
re:school/რე:სქულ - არის სივრცე სადაც 9-15 წლამდე ბავშვები და 15+ ახალგაზრდები ვებ პროგრამირებას, თამაშების შექმნას, UI/UX დიზაინსა და კიბერ უსაფრთხოებას ეუფლებიან.
„რე:სქულის ძირითადი მიმართულებებია: ვებ პროგრამირება, თამაშების შექმნა, UI/UX დიზაინი და კიბერ უსაფრთხოება. ვინაიდან რე:სქულის მისიაა, რომ ტექნოლოგიების მომხმარებლები მათ შემქმნელებად ვაქციოთ, ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ამ ყოველივეს შესწავლა არ არის საკმარისი წარმატებისთვის, ამიტომ ჩვენ გვაქვს კომბინირებული მოდულები და ყველა რე:სქულის მოსწავლე ციფრული ტექნოლოგიების გარდა სწავლობს, თუ როგორ დაიწყოს საკუთარი ბიზნესი.
ასევე სწავლობს ცხოვრების სწორად დაგეგმვას, ემოციურ ინტელექტს, საკუთარ ბალანსს ონლაინ სამყაროში და ა.შ. ყოველივე ამის გარდა, ნუტრიციოლოგები, სპორტსმენები და ფიტნეს-ტრენერები უტარებენ ტრენინგებს ბავშვებს ჯანსაღი წესის მნიშვნელობაზე, რათა კარგად გაიაზრონ თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას, ძილის სწორ რეჟიმს და ვარჯიშს პროდუქტიულობისთვის და შესაბამისად, წარმატებისთვის.
დამატებითი შეხვედრებისა და ტრენინგების ჩამონათვალი ყოველ წელს ახლდება ბავშვების საჭიროებებიდან გამომდინარე, სექტემბრიდან ChatGPT -იც დაემატება ჩამონათვალს.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, რე:სქულში მოსახვედრად, ბავშვებს უტარდებათ გასაუბრება რე:სქულის განათლების ფსიქოლოგებთან, რომლებიც ყველა ეტაპზე ჩართულები არიან სასწავლო პროცესში და თითოეული გაკვეთილის მსვლელობაში, რათა სასწავლო პროცესი იყოს სრულიად ინკლუზიური“, - ამბობს Business Insder Georgia-თან re:school/რე:სქულის დამფუძნებელი სალომე მგელაძე.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილ
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი