გიზიარებთ ბლოგს: საჩუქარი ყველას აბედნიერებს, მაგრამ არაფერი შეედრება იმ სიხარულს, რომელსაც ბავშვები გამოხატავენ ხოლმე. ამიტომ უფროსებს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, რომ პატარების ყოველდღიურობა ასეთი ჯადოსნური სიურპრიზებით სავსე გახადონ.
თუ თქვენს შვილს, მეგობრის თუ ნათესავის შვილს, ახლობელს ან უბრალოდ თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ბავშვს მალე დაბადების დღე აქვს ან სხვა ნებისმიერი მიზეზით გსურთ მათი გაბედნიერება, ქვემოთ მოგიყვებით გამორჩეული საჩუქრის რამდენიმე იდეაზე, რომლებიც მათ გულებს მარტივად დაიპყრობს.
უკვე ყველამ იცის, რომ თუ რამე განსაკუთრებულ და დასამახსოვრებელ საჩუქარს ეძებს, SOLO ბუტიკს უნდა ესტუმროს, რადგან მხოლოდ აქ არის შესაძლებელი, ექსკლუზიური ბრენდების ერთმანეთზე უკეთესი ნივთების შეძენა და, რა თქმა უნდა, ბუტიკში მრავლად არის საბავშვო პროდუქციაც.
თუ თქვენს პატარას ველოსიპედის ტარება უყვარს, ან გინდათ, რომ ისწავლოს, ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარი BANWOOD-ის ბრენდის პროდუქციაა. BANWOOD გამორჩეული გერმანული ბრენდია, მათი წარმოებული ველოსიპედებისთვის კი დამახასიათებელია სიმარტივე, მინიმალიზმი და ფუნქციონალობა.
ველოსიპედს, ცხადია, ჩაფხუტიც სჭირდება, რათა პირველი დაუვიწყარი გამოცდილებისას უსაფრთხოება მაქსიმალურად გარანტირებული იყოს და შიშიც მარტივად გადალახული.
ამ დახვეწილ ბრენდს გათვალისწინებული აქვს ყველა დეტალი, რაც პატარებს მაქსიმალურად დაიცავს. ამიტომ ჩაფხუტთან ერთად შეგიძლიათ სრული ნაკრები აჩუქოთ, რომელიც ველოსიპედის ტარებას სულ სხვა გამოცდილებად აქცევს.
SOLO ბუტიკში ბავშვებისთვის ველოსიპედთან ერთად სკუტერიც შეგიძლიათ შეარჩიოთ, თანაც კიდევ ერთი ცნობილი ბრენდის, SCOOT&RIDE-ის პროდუქციიდან.
ეს გამორჩეული დიზაინის მქონე ევროპული ბრენდი საბავშვო სკუტერებთან ერთად გთავაზობთ ჩაფხუტებსაც. ბრენდის მთავარი ნიშანი მისი ხარისხი და ვიზუალია, რომლის მსგავსსაც სხვა ბრენდებში ვერ შეხვდებით.
სრული კომპლექტისთვის შესაფერისი ჩანთის შეძენაც შეგიძლიათ. თანაც არჩევანი ფერებისა და დიზაინის მიხედვით მრავალფეროვანია, შესაბამისად, ბავშვისთვის სასურველს აუცილებლად შეარჩევთ.
ბავშვებისთვის საჩუქრად SOLO ბუტიკიდან კიდევ ერთ ბრენდს – 24 BOTTLES-ის საბავშვო ბოთლს გირჩევთ. იტალიურ ბრენდს ჯერ მხოლოდ რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს, თუმცა ის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დიდი პოპულარობით უკვე სარგებლობს. ბრენდის მრავალფეროვანი ბოთლები შეგიძლიათ, ველოსიპედს ან სკუტერს შეუხამოთ. ამ ლამაზი ბოთლით შეძლებთ, ბავშვებს წყლის დალევა შეაყვაროთ, რადგან დიზაინის გათვალისწინებით მისი გამოყენება სულ მოუნდებათ.
კიდევ ერთი აქსესუარი, რომელიც ბავშვებს რთულად უყვარდებათ, ქოლგაა, არადა, ის ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნივთია. თუ გინდათ, რომ ბავშვი ქოლგის გამოყენებას მიაჩვიოთ, SOLO ბუტიკში პოპულარული ბრენდის, SENZ-ის საბავშვო ქოლგების შეძენას შეძლებთ. SENZ-ის ქოლგები სტანდარტული დიზაინისგან განსხვავებულია, კოლექცია კი მრავალფეროვანი აქვს, ამიტომ, დარწმუნებული ვართ, თქვენი პატარას ინტერესების გათვალისწინებით, სასურველ ქოლგას აუცილებლად შეარჩევთ.
იმედი გვაქვს, ეს რჩევები გამოგადგებათ და ჩამოთვლილი იდეები საჩუქრის პოვნის რთულ პროცესს გაგიადვილებთ. შეგიძლიათ, SOLO ბუტიკიდან ერთი ან თუნდაც რამდენიმე მათგანი შეარჩიოთ, გარანტირებულად კი იმის თქმა შეგვიძლია, რომ თქვენს ადრესატს რომელი ნივთიც არ უნდა აჩუქოთ, მას ნებისმიერი გააბედნიერებს.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი