დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
600 ლარამდე ხელფასს 157 ათასი ადამიანი იღებს, 2400+ ლარამდე კი 278 ათასი - PMCG

600 ლარამდე ხელფასს 157 ათასი ადამიანი იღებს, 2400+ ლარამდე კი 278 ათასი - PMCG

31-03-2024 18:58:00

PMC Research-ის „დასაქმების თრექერის“ მიხედვით, 2024 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.3%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2024 წლის თებერვალში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.2%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.2%- ით არის გაზრდილი.

2024 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 15.8%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.7 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2024 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 25.1%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.3 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები