დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
6 საუკეთესო ადგილი სექტემბერში სამოგზაუროდ - fly.tkt.ge

6 საუკეთესო ადგილი სექტემბერში სამოგზაუროდ - fly.tkt.ge

09-09-2023 17:00:40

მართალია ზაფხული დასრულდა, თუმცა მოგზაურობის მოყვარულებისთვის სეზონს რომ მნიშვნელობა არ აქვს ეს ზუსტად ვიცით, ამიტომ, გადავწყვიტეთ, გაგვეზიარებინა ის საუკეთესო 6 ქალაქი, რომელსაც სექტემბერში რომ ესტუმრო, არ ინანებ

ამ ქალაქების ჩასქროლვას რომ მორჩები, fly.tkt.ge – ზე აუცილებლად გადახედე ფრენებს

1. ბარსელონა

Barcelona in September 2023 | Weather, Things to Do, Events & More

ბარსელონას თავისი ხიბლი სწორედაც რომ შემოდგომაზე აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერი ჩვენს ქალაქში ხშირად არეულ ამინდებთანაა დაკავშირებული, კატალონიაში ჯერ კიდევ შეგიძლია მზის სხივებით დატკბე და სულაც, ზღვაში იბანაო. თანაც, სექტემბერში ბარსელონას ნაკლები ტურისტი სტუმრობს, უფრო მეტი ადგილობრივია და შენც დროს უფრო კარგად გაატარებ.

და ბარემ, აქაც დააკლიკე, საინტერესო რჩევები გვაქვს გაზიარებული ბარსელონასთან დაკავშირებით.

2. ვენა

10 Things to Do in Vienna in September - Hellotickets

დიდებულ ვენას, დიდებულ დროს შეგიძლია ეწვიო – და დაგვიჯერე, ამ გადაწყვეტილებას არასოდეს ინანებ. ვენაში ვიზიტისთვის, როგორც ამბობენ, საუკეთესო წელიდაწის ორი თვეა – მაისი და სექტემბერი. ამ დროს იწყება ოპერის სეზონი და ქალაქის ფესტივალები.

3. ზაგრები

Best of Croatia: Zagreb, Rovinj, Plitvice, & Split - 9 Days | kimkim

მაშინ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა სექტემბერში მაქსიმუმ 25 გრადუსს აღწევს, ზაგრებში წასვლა ცუდი იდეა არ უნდა იყოს. მთელი ქალაქი ფეხით გაქვს მოსავლელი, შესაბამისად, არც სიცხე შეგაწუხებს – არც სიცივე და თანაც, ადრიატიკის ზღვაც საკმაოდ კარგად ინარჩუნებს სითბოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლომახლო სანაპიროებზე (Rijeka; Crikvenica) წამოკოტრიალებაც შეგეძლება.

4. სიცილია

Sicily in September - Where to Go and What to Do - Italian Breaks

თუ სიცილიაზე წასვლას გეგმავ, სექტემბერი საუკეთესო დროა. ტურისტი – ცოტა, ამინდი – იდეალური. ამ საოცარი კუნძულის აღმოჩენა, ვფიქრობთ ჯობია პალერმოთი დაიწყო და ნელ-ნელა გაყვე. აუცილებლად გაეცანი ადგილობრივების ცხოვრების წესს, ძალიან გემრიელ ღვინოსა და საოცარ კერძებს.

5. პარიზი

Paris in fall: Why it's the best season to visit - Tripadvisor

ამ სიაში პარიზი რომ არ ჩაგვესვა, თავს ვერ ვაპატიებდით. დიდად სითბო არ დაგხვდებათ, თუმცა ვფიქრობთ, შემოდგომას რა ხიბლიც აქვს, საუკეთესოდ თავს სწორედ სიყვარულის ქალაქში – პარიზში ავლენს. ბევრი ისეირნე ქუჩებში, პარკებში, სკვერებში, მდინარე სენას სანაპიროზე, უსმინე ფრანგულ მუსიკას და წარმოუდგენელია, თავი ფილმის პერსონაჟად არ იგრძნო

6. სტამბოლი

What is Istanbul like in September?- Property Turkey

სტამბოლი ქალაქია, რომელიც სულ, მუდმივად უნდა აღმოაჩინო. ეს ქალაქი ყველა სეზონზე თავისებური და საინტერესოა. მისი ისტორია, არქიტექტურა, ადამიანები, ცხოვრების წესი – ერთხელ მაინც უნდა გაიცნო და შეიცნო და თუ გამგზავრებას სექტემბერში გადაწყვეტ, ერთ-ერთ საუკეთესო გადაწყვეტილებასაც მიიღებ, ასე ვფიქრობთ:)

ავიაბილეთები კი შეგიძლია fly.tkt.ge-ზე, ძაალიან მარტივად შეიძინო

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები