6-7 ოქტომბერს, ექსპოჯორჯიას ორგანიზებით, თბილისში განათლების ყველაზე მასშტაბური და მრავალფეროვანი გამოფენა გაიმართება.
გამოფენა საინტერესოა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ სწავლის (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე) გაგრძელების მსურველებისთვის, აბიტურიენტებისთვის, პროფესიის შეცვლით, ან კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებული პირებისთვის.
გამოფენაზე სტუმრობისას შესაძლებლობა გექნებათ, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, სტიპენდიის გამცემ ორგანიზაციებს და მიიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია დაფინანსების შესაძლებლობებზე საქართველოში ან საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად;
ასევე, შეარჩიოთ წარმოდგენილი მრავალი საგანმანათლებლო პროგრამიდან თქვენთვის სასურველი, აღმოაჩინოთ სასწავლებლები, ტრენინგები და კურსები, ადგილზე დაესწროთ ლექციებს და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობის შესახებ.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
5 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა7 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა