დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს

5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს

23-10-2024 12:09:00

მაგთიკომი თავის მომხმარებელს სთავაზობს უახლეს, მეხუთე თაობის (5G) ქსელს, რომელიც მობილური ინტერნეტის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ქსელი აგებულია საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და გამოყენებულია 5G ტექნოლოგიისათვის გამოყოფილი სიხშირული რესურსის სრული სპექტრი.

მაგთიკომი, ტრადიციულად, ყველაზე ვრცელი დაფარვით გამოირჩევა. მაგთის უახლესი თაობის 5G ქსელი დღეიდან ხელმისაწვდომია თითქმის მთელს საქართველოში.

საქართველოში სწორედ მაგთიკომის აბონენტებს ექნებათ საშუალება გამოცადონ 5G-ის უპირატესობები სრულფასოვნად, შეადარონ და შეიგრძნონ სრულყოფილი 5G ქსელის შესაძლებლობები და ხარისხი.

5G ტექნოლოგია გავლენას იქონიებს უკლებლივ ყველა სფეროზე, შეცვლის და ახალ დონეზე აიყვანს თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ ცხოვრებას.

 www.magticom.ge/5g

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები