გიზიარებთ ბლოგს: ალბათ არავისთვისაა უცხო უამრავი შეტყობინება, რომლებსაც სხვადასხვა არხიდან ვიღებთ და ფასდაკლების, აქციების, სპეციალური შეთავაზებების, ახალი პროდუქტების თუ რაიმე სხვა სახის სიახლეების შესახებ გვამცნობენ.
მსგავსი სერვისები და პროდუქტები არამხოლოდ ცალკეული მომხმარებლებისთვისაა საინტერესო, არამედ ბიზნესისთვისაც. თუმცა, ამ შემთხვევაში უფრო რთულია რელევანტურ ბიზნეს აუდიტორიამდე გასვლა: ბიზნესი ხელმძღვანელობს საჭიროებით და არა სურვილით, ანუ ყიდულობს იმ პროდუქტს ან სერვისს, რომელიც სჭირდება ბიზნესის საკეთებლად. ამავე დროს, არ არსებობს ისეთი ონლაინმაღაზია, სადაც ნებისმიერი ბიზნესი მისთვის სასურველ ყველა პროდუქტსა თუ სერვისს ნახავს, აარჩევს და იყიდის. ბიზნესს უწევს მოიძიოს იმ სერვისის მიმწოდებელი, რომელიც კონკრეტულ მომენტში სჭირდება. მეორეს მხრივ, კომპანიებს, რომლებსაც სურთ სერვისები შესთავაზონ ბიზნესს, უწევთ არაერთ არხში კომუნიკაციების გაშვება იმ იმედით, რომ მას იმ ბიზნესის წარმომადგენელი ნახავს, რომელსაც ეს სერვისი სჭირდება. ეს საკმაოდ რთული პროცესია და არც წარმატებაა გარანტირებული.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა, სხვადასხვა ტიპის მომსახურებაზე ბიზნესისთვის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ბიზნესს მობილბანკს დაუმატა შეთავაზებების სივრცე, სადაც ამა თუ იმ სერვისზე ინფორმაციის სწრაფად მიღების გარდა, მათი გააქტიურებაცაა შესაძლებელი.
ეს არის უნიკალური გადაწყვეტა, რადგან ბიზნესებს საშუალება ეძლევათ, მუდმივად საქმის კურსში იყვნენ იმ ახალი შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც აქამდე სხვადასხვა ციფრულ არხებში იყო გაფანტული – შეთავაზებების სია ბიზნეს მობილბანკში მუდმივად განახლდება და აქტუალური იქნება როგორც მცირე, ასევე საშუალო და დიდი ბიზნესისთვისაც. ხოლო ბიზნესებს შეუძლიათ საკუთარი სერვისების შესახებ ინფორმაცია მათთვის ყველაზე რელევანტურ აუდიტორიას მიაწვდინონ.
ახლა იმ 5 შეთავაზების შესახებ, რომლების შესახებ სრული ინფორმაციის მიღება და შემდეგ გააქტიურება პირდაპირ ბიზნეს მობილბანკში შეგიძლიათ:
ოპტიმო, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს, მარაგების მართვის პროგრამას განსაკუთრებული პირობებით გთავაზობთ:
ოპტიმო მაღაზიის მარაგებისა და გაყიდვების აღრიცხვის ქართული პროგრამაა, რომელსაც 2 000-ზე მეტი მაღაზია და კვების ობიექტი იყენებს.
მეტი ინფორმაციისთვის, გადადით ბმულზე.
თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის კომპანია FEC გთავაზობთ განსაკუთრებულ ფასს სხვადასხვა საბუღალტრო, საგადასახადო და იურიდიულ სერვისებზე. მაგალითად, ბუღალტერიის მიმართულებით ისარგებლებთ 20%-იანი ფასდაკლებით ყოველთვიურ ხოლო 25%-იანი ფასდაკლებით − ერთჯერად მომსახურებაზე. ასევე, მიიღებთ 10%-იან ფასდაკლებას ფინანსური ანგარიშგების მომზადების, საგადასახადო მონიტორინგის, ფინანსური ინფორმაციის დამუშავებისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის სერვისებზე.
მეტი ინფორმაციისთვის, გადადით ბმულზე.
თუ თქვენს კომპანიას დასჭირდება საკურიერო სერვისებით სარგებლობა, QuickShipper-ს საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს:
ასევე, ერთი ანგარიშიდან გექნებათ წვდომა QuickShipper-ის პარტნიორი საკურიერო კომპანიების სერვისებზე, მათ შორის, როგორც იურიდიულ, ასევე საბუღალტრო მომსახურებაზე − რომელი კომპანიის კურიერიც არ უნდა გამოიძახოთ, ანგარიშსწორება მხოლოდ QuickShipper-თან მოხდება.
მეტი ინფორმაციისთვის, გადადით ბმულზე.
ციფრული ინდუსტრიის აკადემია, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს, დიზაინის, მარკეტინგის, ბიზნესის ან დეველოპმენტის მიმართულებით კურსებზე 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. აკადემია მე-5 წელია, ატარებს კურსებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: JavaScript, Python, UI/UX დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, SEO/SEM, კოპირაიტინგი, ციფრული პროექტების მართვა, Product Owner-ი და სხვ. დღეს აკადემიას უკვე 15 000-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს
მეტი ინფორმაციისთვის, გადადით ბმულზე.
ფინანსური ლაბორატორია 30%-იანი ფასდაკლებით გთავაზობთ ინდივიდუალურად თქვენზე მორგებულ სერვისს ფინანსების მიმართულებით, მაღალი ხარისხითა და კონფიდენციალურობის სრული გარანტიით. შეთავაზება მოიცავს, ფინანსური რეპორტინგის აუთსორსზე მომზადებას, ფინანსურ დაგეგმვას, ბიუჯეტირებას და ა.შ.
მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.
საქართველოს ბანკის სხვა ბიზნესპროდუქტებსა და სერვისებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ აქ. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში სულ მარტივად ონლაინ.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
6 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა8 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა