ბიზნესის წარმატებას მხოლოდ კარგი იდეა არ განსაზღვ,რავს ჩანაფიქრის განსახორციელებლადაც სურვილზე მეტია საჭირო — ბიზნეს სამყაროში კონკურენცია წლიდან წლამდე იზრდება, ჩნდება ახალი ტენდენციები და მოთხოვნები. ამ ყველაფერთან ერთად კი, აუცილებელია, სამეწარმეო საქმიანობის „ანაბანა“ იცოდე, რათა დამოუკიდებლად შეძლო პირველი ნაბიჯების გადადგმა.
ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ცოდნის გასაღრმავებლად ბევრ ახალბედა მეწარმეს რესურსი არ ჰყოფნის. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა საგანმანათლებლო პლატფორმა ბიზნესკურსი შექმნა. მისი მიზანია, ბიზნესის მფლობელებს მიაწოდოს საჭირო ცოდნა, დაეხმაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში და უბიძგოს უფრო დიადი მიზნებისკენ.
და მაინც — რატომ უნდა დარეგისტრირდე ბიზნესკურსზე?
1. ყველაფერს უფასოდ ისწავლი პროფესიონალებისგან
ბიზნესკურსის პლატფორმა სხვადასხვა მოცულობის მქონე 40-ზე მეტ კურსსა და მასტერკლასს მოიცავს. თითოეული მათგანი დარგის წამყვანი სპეციალისტების მიერაა შექმნილი და თემატურად ისეა დალაგებული, რომ ნებისმიერმა ახალბედა მეწარმემ ადვილად აუწყოს ფეხი. ამასთან, კურსები მოიცავს ბიზნეს საქმიანობის სხვადასხვა ეტაპისთვის საჭირო ცოდნას: როგორ უნდა დაწერო ბიზნესგეგმა, მოიზიდო ფინანსები, შეარჩიო თანამშრომლები, იზრუნო გაფართოებასა და განვითარებაზე.
რაც მთავარია, ყველა კურსი და მასტერკლასი სრულიად უფასოა.
2. სრულყოფილად გაიცნობ ბიზნესის მუშაობის პრინციპებს
როგორც თავშივე აღვნიშნეთ, ბიზნესის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია საჭირო ცოდნის ქონა — განსაკუთრებით, საწყის ეტაპზე. ცოდნა მოიცავს ისეთ საბაზისო საჭიროებებზე ინფორმაციის ქონას, როგორიცაა საქართველოში მოქმედი საგადასახადო სისტემა, მარაგების მართვა და ხარჯების შემცირება, კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი და მისი საშუალებით გადაწყვეტილების მიღება.
იცი როგორ შემოიკრიბო აუდიტორია? ან როგორ გაყიდო სწორად? ამ ყველაფერს ბიზნესკურსის სხვადასხვა კურსიდან შეიტყობ. თუკი შენი მიზნები საერთაშორისო ბაზარს უკავშირდება, ბიზნესკურსი აქაც შენი მეგზური გახდება: გასწავლის, როგორ გაიტანო პროდუქტი ისეთ გლობალურ პლატფორმებზე, როგორებიცაა Amazon, Ebay და Etsy.
ამგვარად, ბიზნესკურსი მოიცავს სამეწარმეო საქმიანობის ყველა ასპექტს და გაძლევს სიღრმისეულ ცოდნას ამ მიმართულებებით. ამ ცოდნის განმტკიცებაში კი, კურსის ბოლოს დაწერილი ტესტიც დაგეხმარება.
3. აიმაღლებ მოტივაციას და განვითარდები პიროვნულად
ბიზნესკურსი მხოლოდ უშუალოდ სამეწარმეო საქმიანობაში გამოსადეგ კურსებს და მასტერკლასებს არ მოიცავს — აქ დაგხვდება ისეთი პროგრამებიც, რომლებიც მოტივაციას აგიმაღლებს და ახლებურად, თეორიის მიღმა დაგანახებს მნიშვნელოვან საკითხებს. მაგალითად, კურსში „21-ე საუკუნის უნარები“ თვითშეფასების კითხვარის შევსებით პირად გზამკლევს მიიღებ — გაიგებ, რომელი უნარ-ჩვევებია შენი ძლიერი მხარე და რომელზე გჭირდება მეტი მუშაობა.
კიდევ ერთი კურსი გასწავლის წინსვლის 7 პრინციპს. ეს მოიცავს შვიდ საკვანძო მოსაზრებას იმაზე, თუ როგორ შეგიძლია საკუთარ ცხოვრებას მიმართულება უცვალო. მიღებული ცოდნა კი არა მხოლოდ პროფესიულ საქმიანობაში, არამედ პიროვნულ განვითარებაშიც დაგეხმარება.
4. ისწავლი ეფექტური მარკეტინგის წარმოებას
კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გამართული მარკეტინგი და ეფექტური კონტენტია. სწორედ ამიტომ, ბიზნესკურსზე დაგხვდება პრაქტიკული მასტერკლასები, რომელთა დახმარებითაც ისწავლი, როგორ წარმოაჩინო შენი კომპანია უკეთ.
კომპანიის უკეთ წარმოჩენა კი მოიცავს ეფექტური ტექსტის, ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნას. ეს ყველაფერი მომხმარებელთან დაახლოებას გაგიმარტივებს და მისი ინტერესების გაგებაში დაგეხმარება. ხოლო თუ მომხმარებელთან მისვლის გზებს ეძებ, მაშინ აუცილებლად უნდა გაიარო ციფრული მარკეტინგის მასტერკლასი, რომელიც ინტერნეტსივრცეში საკუთარ აუდიტორიას გაპოვნინებს.
5. დაეწევი ინოვაციებსა და თანამედროვე ტენდენციებს.
დაბოლოს — ბიზნესის წარმატების კიდევ ერთი გასაღები თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობაა. 21-ე საუკუნემ უსაზღვრო შესაძლებლობებთან ერთად, რისკებიც წარმოშვა. ორივე მათგანის გაცნობაში კი კვლავაც ბიზნესკურსი დაგეხმარება.
კიბერუსაფრთხოების კურსი ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდის ინტერნეტსივრცეში არსებულ საფრთხეებსა და მათგან თავდაცვის გზებზე. კურსი ხელოვნური ინტელექტის შესახებ კი ამ რევოლუციური ტექნოლოგიის სრული პოტენციალის გამოყენებას გასწავლის.
თანამედროვე საზოგადოებაში უკვე ღიად საუბრობენ მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებზეც, მათ შორის იმაზე, როგორ მოქმედებს ყოველდღიურად სხვადასხვა სახის სტრესი ჩვენზე. ამ თემაზე შექმნილი კურსი კი დაგეხმარება ფსიქიკური კეთილდღეობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში.
ასე რომ, დარწმუნებული იყავი, ბიზნესკურსი შენი ცხოვრების ახალი, საინტერესო ამბებით დახუნძლული ნაწილის გზამკვლევი გახდება, აქ შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები კი — წარმატების საწინდარი.
ბიზნესკურსის შესახებ მეტის გაგებასა და პლატფორმაზე რეგისტრაციას ვებგვერდზე შეძლებ
უახლესი